Digest Logo

„მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს“ - დღის რჩევა

1651040370
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:35-დან 20:12 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს და გაითვალისწინოთ ჭკვიანი ადამიანების რჩევები.

არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სპონსორების მოსაძიებლად, კონტრაქტების გასაფორმებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, უსარგებლო ნივთებისა და ძველი ურთიერთობებისგან გასათავისუფლებლად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ თვალების გადაღლას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები –  წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი,  ასევე მარგალიტი, მარჯანი, ამეთვისტო, გიშერი, ლალი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებს ლომს და მერწყულს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ არსებობს სიტყვა, წინადადება, რაც ოდნავ მაინც შეძლებს გამოხატოს ის წარმოუდგენელი ბედნიერება რაც შენი დაბადებით მომანიჭე“ - თათია შარანგია

🔵„შემოვარდა მანქანა, 4 ბიჭი გადმოხტა, მანქანაში ჩამტენეს და წამიყვანეს... 4 საათი ორმოში ვიმალებოდი“ - თეა ადეიშვილი

🔵„კარგი დღეა ძველი პრობლემების გასააზრებლად და ახლებურად გადასაჭრელად“ - ცაგარელი

წყარო: fortuna.ge