პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის შვილის დაბადების დღეს ულოცავს. ამავე სტატუსში შარანგია, იმ ემოციებზე საუბრობს, რომელიც შვილის გაჩენისას განიცადა.
„დღეს ის დღეა, როცა დედა გავხდი... 12 წლის წინ, 26 აპრილს - ედუ გავაჩინე. ადრე მიმაჩნდა, რომ სიტყვებით შემეძლო გამომეხატა ის განცდა რაც ამ დღემ მაჩუქა. ახლა ვხვდები სიჩუმით მეტად გამოვხატავ. შენთვის კეთილი სურვილების კოსმოსში გზავნა, შენი უამრავი მოფერება, შენთან მეგობრობა არის ის უპირობო სიყვარული, რაც მე შენს მიმართ მაკავშირებს. რადგან არ არსებობს სიტყვა, წინადადება, რაც ოდნავ მაინც შეძლებს გამოხატოს ის წარმოუდგენელი ბედნიერება რაც შენი დაბადებით მომანიჭე! სამყაროს ცენტრი ხარ ედუ. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ოცნების პრინცო!“, - წერს თათია შარანგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება