დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე სტაბილური და ორგანიზებული კუროს, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
კარგი დღეა ძველი პრობლემების გასააზრებლად და ახლებურად გადასაჭრელად.
არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო და შავი გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება