Digest Logo

„შემოვარდა მანქანა, 4 ბიჭი გადმოხტა, მანქანაში ჩამტენეს და წამიყვანეს... 4 საათი ორმოში ვიმალებოდი“ - თეა ადეიშვილი

1650950912
თეა ადეიშვილი

ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ გაიხსენა თუ როგორ მოიტაცეს მეთერთმეტე კლასელი და შექმნა ოჯახი კაცთან, ვისაც არც კი იცნობდა.

„მე და დედა ისტორიის რეპეტიტორთან მივდიოდით, უცებ შემოვარდა მანქანა, 4 ბიჭი გადმოხტა, მე და დედა  ერთმანეთს დაგვაშორეს.  მანქანაში ჩამტენეს და წამიყვანეს. გააჩერეს სახლთან და გადამიყვანეს მეც. ერთადერთი ფიქრი მიტრიალებს, რომ მათი გეგმები არ შესრულდება. ერთი აზრი მქონდა, ამ ბიჭებთან მარტო არ უნდა დავრჩენილიყავი. შემიყვანეს ცალკე პატარა ოთახში, ფანჯრიდან გადავხტი და გავიქეცი. უცებ გავიგე ხმა, მივხვდი რომ გაიგეს, დავწექი ძირს. მანქანებით დაიწყეს ჩემი ძებნა, დავიწყე ფორთხვა და აღმოვჩნდი ორმოში. ფეხები ბოლომდე ტალახში მქონდა. სამასვალი გამოიყვანეს და ვიფიქრე, რომ გადამიაროს, არ ავდგებითქო. ამ დროს გავიგე ქალის ხმა, მანდ არ იქნება, მანდ სასაფლაოებიაო. ორმოში 4 საათი ვიყავი, მერე უკვე აღარ მახსოვს, გონება მებინდებოდა. უკვე ძალიან მციოდა, დავიწყე ფორთხვა მბჟუტავი სინათლისკენ, უცებ გავიგე ფეხის ხმა. კაცი მოდიოდა სამსახურიდან დაღლილი, ყვირილს აპირებდა და ვუთხარი არ იყვიროთ, ცოცხალი ვარ და წამიყვანე სახლშითქო“, – იხსენებს ადეიშვილი და აგრძელებს, რომ სახლში შეფარებულს, სიძის ნათესავმა მოტყუებით გამოიყვანა და ისევ დააბრუნა მომტაცებელთან, რაც საბოლოოდ, ოჯახის შექმნით დასრულდა.

როგორც ადეიშვილმა თქვა, გადახდენილი მძიმე ისტორიის მიუხედავად, წარსულიდან არაფერს ნანობს.

„არც ერთი წამით არ ვნანობ, რაც გავიარე. მე რომ ერთ ჩვეულებრივ ადამიანს შევხვედროდი, ვიქნებოდი ბედნიერი ცოლი, ვიქნებოდი სახლში. ჩემს ქმარს ვერ შევხვდებოდი. ყურადღებასაც არ მივაქცევდი, იმიტომ რომ არც ფიზიკურად მომეწონა პირველად რომ ვნახე, ჩემზე 14 წლით უფროსი იყო, ნიტაც მყავდა და კარიერაზე ვფიქრობდი. პრანჭვა რომ დამიწყო, ვიფიქრე, როგორ მიბედავსთქო, მერე თვითონ მოიქცა კარგად და ეს ძალიან განსხვავებული იყო იმისგან, რაც მე მქონდა. არცერთი წუთით იმ მძიმე ისტორიას არ ვნანობ, ამას ვყვები ბოლოჯერ, რომ ეს იყოს მაგალითი ადამიანებისთვის, როგორ შეიძლება ციხიდან გამოიყვანო შენი თავი და გათავისუფლდე“,- ჰყვება ადეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„პატარა ბიჭუნა ოლიმპმა მიიღო უსასყიდლოდ... ერთმა ქალბატონმა უსასყიდლოდ დაუთმო ბინა“- ომს გამოქცეული უკრაინელი დედა-შვილის ამბავი

🔵არესტოვიჩსა და კიმის მთავარი კონკურენტი გამოუჩნდა - ვინ არის უკრაინის სუსის პრესსპიკერი არტემ დეხტიარენკო?

🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება