
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საინტერესო ასტროლოგიურ მოვლენაზე, ლილიტისა და პროზერპინას შეერთებაზე საუბრობს, რომელიც მითოლოგიასთან მჭიდრო კავშირშია:
„იცით, რა ძალიან საინტერესო ასპექტი დგას ახლა ცაზე? ლილიტსა და პროზერპინას შეერთება. ლილიტზე კი იცით, რომ ცდუნებები მოაქვს და პროზერპინაზე თუ არ გაგიგიათ, ახლა გეტყვით:
ეს ის ქალღმერთია, პლუტონმა, იგივე ჰადესმა რომ მოტაცა და თავის მიწისქვეშეთის სამეფოში წაიყვანა. იქ ცოლად შეირთო და დედოფლობაც უბოძა, მაგრამ ვერ ძლებდა პროზერპინა მიწისქვეშ, ამიტომ ხანდახან ისევ ზევით ამოდიოდა და მშობლიურ მხარეს უბრუნდებოდა. თუმცა როგორც ჩანს, ჰადესსაც ვეღარ ელეოდა ბოლომდე, ვერც მიცვალებულების სამეფოს დედოფლობას და 6 თვის მერე ისევ უკან ჩადიოდა ქმართან.
ადვილად მისახვედრია, რომ ასტროლოგიაშიც პროზერპინა ისევ იმ ადგილას დაბრუნებას ნიშნავს, საიდანაც ადრე რაღაც მიზეზით წამოვედით. მაგალითად - ვისაც პროზერპინა IV სახლში ჰყავს, ემიგრაციაშიც რომ წავიდეს, ბოლოს ისევ შინ ბრუნდება. VII სახლში დაშორებულ მეუღლეებს აბრუნებს, X -ში - იმ სამსახურში მივყავართ ხელმეორედ, ადრე რომ დავანებეთ თავი და სხვაგან გადავედით.
პროზერპინა საკმაოდ ნელა მოძრაობს და 1984 წლიდან მოყოლებული მორიელის ზოდიაქოს გადის ჩოჩიალით. ახლა მე19 გრადუსზეა, სადაც ლილიტი წამოეწია და შეუერთდა.
სიმბოლიზმში ეს მოღალატე ყოფილების დაბრუნებას ნიშნავს, რაც ილუზიებს და იდიოტურ ცდუნებებს იძლევა ხელახლა შეტოპოთ იქ, სადაც არ ღირს. მორიელის ნიშნის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა ფინანსური კონტროლის დაკარგვის შეგრძნება გააჩინოს ან საერთო ფინანსებთან, სესხებთან, მემკვიდრეობასთან ან იძულებით დამოკიდებულებასთან დაკავშირებულმა ძველმა პრობლემებმა გაგახსენონ თავი.
რა თქმა უნდა სხვა ვარიანტებიც არსებობს და ეს პირად რუკაზეა დამოკიდებული. თუმცა ნებისმიერ ვარიანტში სწორედ ახლა გაქვთ დრო დაუმტკიცოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ პირადი საზღვრების დაცვაც შეგიძლიათ და რომ არ ხართ სხვებზე დამოკიდებულ - ჩამოკიდებული. რაც მთავარია ეს არის მსხვერპლის როლიდან გამოსვლისათვის დროული მომენტი, თუ რა თქმა უნდა საამისოდ პიროვნული ნებელობა გაქვთ.
28 ოქტომბრის ჩათვლით ეს ასპექტი ძალაში დარჩება“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა შეყვარებულს ხელი სთხოვა
🎥 როგორი იქნება შემოდგომა მორიელებისთვის - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური რეკომენდაციები
🎥 „უნდა იგრძნო რომ ყოველი წუთი არის მნიშვნელოვანი...“ - ლანა ღოღობერიძის რჩევა ახალგაზრდებს