Digest Logo

🎥 „მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება და პირველი ნაბიჯების გადადგმა...“ - როგორი იქნება 2026 წელი, თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

1765275264
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 2026 წლის ზოგად ასტროლოგიურ მიმოხილვას გვიზიარებს:

„1 — გარღვევის წელი. თქვენ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება და პირველი ნაბიჯების გადადგმა იქ, სადაც ადრე ეჭვი გეპარებოდათ.
2 — გრძნობების წელი. ურთიერთობები ყველაფერს წყვეტს: პარტნიორობას, შეთანხმებებს, ოჯახს.
3 — შესაძლებლობების წელი. კრეატიულობა, მოძრაობა, ახალი პროექტები, საინტერესო ცვლილებები.
4 — სტრუქტურის წელი. თქვენ მოგიწევთ წესრიგის დამყარება, საფუძვლების აშენება და ქაოსის სტაბილიზაცია.
5 — თავისუფლების წელი. ცვლილებები, გზები, ახალი სცენარები. ყველაფერი არატრადიციული პლუსია.
6 — ოჯახის წელი. წინა პლანზე წამოიწევს სახლის, ბალანსის, ურთიერთობებისა და პასუხისმგებლობის საკითხები.
7 — შინაგანი ძიების წელი. ნაკლები აურზაური, მეტი სიღრმე, ინტუიცია და ზუსტი გადაწყვეტილებები.
8 — ძალის წელი. ფული, ამბიცია, მასშტაბი - ყველაფერი იზრდება, თუ შეგნებულად იმოქმედებთ.
9 — დასრულების წელი. ციკლების დახურვა, გადახედვა და ახალი ეტაპისთვის მომზადება“, - წერს თაკო მელიქიშვილი ვიდეოზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქალები სად არიან?“ - ქართველი მოგზაურების იმედგაცრუება და თავგადასავალი ირანულ ტრადიციულ ქორწილში

🎥 „დედამ თავი მოიკლა, მამა გაიქცა...“ - ქალი, რომელმაც 5 წლის ასაკში გაიგო, რომ ნაშვილებია

⭕ „უშხვართესი და ულამაზესი“ - ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი კადრები სოცქსელს იპყრობს