Digest Logo

„მოიმატებს პირადი ცხოვრების გამო უცხოეთში მოგზაურობის ალბათობა... შესაძლოა დესტრუქციული ფორმებიც მიიღოს “ - რას მოიტანს ვენერას მშვილდოსანში გადასვლა

1668704585
რამაზ გიგაური

„იუპიტერის გავლენა ადამიანებს უბიძგებთ თავისუფლების მოპოვებისკენ და სამართლიანობის დამყარებისკენ, ვენერას მშვილდოსნის ზოდიაქოში მოძრაობა, სწორედ ამ თემებს წამოსწევს წინა პლანზე“ - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გვაფრთხილებს.

„სიყვარულის, ხელოვნების და სილამაზისა პლანეტა ვენერა 16 ნოემბერს მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავიდა და 10 დეკემბრამდე იქ დარჩება.

ეს მიანიშნებს, რომ სიყვარულში გაძლიერდება იდეალიზმის განცდა. ადამიანები პირად ცხოვრებაში სულიერ სამყაროს და ფსიქოლოგიურ თანხვედრას უფრო მეტ უპირატესობას მიანიჭებენ, ვიდრე ფიზიკურ-მატერიალურ ასპექტებს.

პირად ცხოვრებაში წინ წამოიწევს თავისუფლებისა და სამართლიანობის განცდა, რაც გარკვეულწილად გაზრდის კონფლიქტების ალბათობასაც. ყველა ურთიერთობა, რომელიც ერთ-ერთი პარტნიორის მიერ იზღუდება და კონტროლდება, დაიძაბება და გარკვეული დარტყმის ქვეშ მოექცევა.

იუპიტერის გავლენა ადამიანებს უბიძგებთ თავისუფლების მოპოვებისკენ და სამართლიანობის დამყარებისკენ, ვენერას მშვილდოსნის ზოდიაქოში მოძრაობა, სწორედ ამ თემებს წამოსწევს წინა პლანზე.
კიდევ ერთი თემა, ეს შეიძლება იყოს უცხოეთის ფაქტორების გაძლიერება (უცხოელი პარტნიორი, პირადი მიმოწერა უცხოეთში და ა. შ.). მოიმატებს პირადი ცხოვრების გამო უცხოეთში მოგზაურობის ალბათობაც.
ამ პერიოდში გაცილებით სწრაფად გამომჟღავნდება ტყუილი და ცრუ ინფორმაცია. თუ ვენერას მორიელში მოძრაობისას (23 ოქტომბერი - 16 ნოემბერი) შესაძლებელი იქნებოდა პირად ცხოვრებაში რაიმეს დამალვა და არგამჟღავნება, 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ეს ყველაფერი უკურეაქციას გამოიწვევს და შესაძლოა დესტრუქციული ფორმებიც მიიღოს (ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში).

ზოდიაქოს ნიშნების კუთხით:

* ბუნებრივია პირველ რიგში, სასიკეთო იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის - ვერძისთვის, ლომისთვის და რა თქმა უნდა, მშვილდოსნებისთვის. მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია გაჩნდეს პირადი ცხოვრების განახლების და მასში ახალი იმპულსების შეტანის ალბათობა;
* სასიკეთო გავლენის კუთხით მეორე ადგილზე იქნებიან სასწორები და მერწყულები. მათ გაუჩნდებათ პირად ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების განხორციელების შანსი და მოსალოდნელია პარტნიორების მხრიდან რაიმე საჩუქარი ან სასიამოვნო სიურპრიზიც კი მიიღონ;
* კურო, კირჩხიბი, მორიელი და თხის რქა - შეძლებენ პირად ცხოვრებაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და გართულებული სიტუაციების დაბალანსებას;
* ვენერას ამ ინგრესიის დროს ყურადღების გამოჩენა მართებთ ქალწულებს, თევზებს და განსაკუთრებით ტყუპებს. მოსალოდნელია წინ წამოსწიონ ძველმა პრობლემებმა და პირად ცხოვრებაში დაგროვილმა და აქამდე გადაუჭრელმა პრობლემებმა. ყველაზე მეტი ყურადღება მართებს ტყუპს, რადგან ვენერა მშვილდოსანში მოძრაობისას უპირისპირდება ტყუპს და გარდა ამისა, რეტროგრადული მარსი სწორედ ტყუპის ნიშანში მოძრაობს, რაც ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის შედარებით დაძაბულ პერიოდს ქმნის“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „ორნი იყვნენ. წამოდითო, გაკატავებთო, 100 ლარებს მოგცემთო... თეთრი, მაღალი ჯიპი იყო“ - ბავშვების გატაცების მცდელობა სოფელ სკრაში

🎥 +18 „რუსებს სიგარეტზე უარი ვუთხარით და აი, ხოდი“ - რუსებმა ქართველ გოგოებს აგინეს

🔵როგორ გადაურჩა ნაღმზე აფეთქებას ზელენსკის სიტყვებზე ატირებული ქართველი ჟურნალისტი