
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.
ამჯერად იგი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ერთხელ ფრენისას, ქალაქ სიდონის მახლობლად ზევსმა ულამაზესი სურათი იხილა, ახალგაზრდა გოგონები გაზაფხულის ფერებით მორთულ ველზე, ცეკვავდნენ და მღეროდნენ, ბალახებს აგროვებდნენ, ნაირფერი სურნელოვანი ყვავილებისგან გვირგვინებს წნიდნენ. ყველაზე მშენიერი მათ შორის ერთი ასული იყო ოქროსფერი ქარგებით მორთულ იისფერ სამოსში, ეს იყო ევროპა - ფინიკიის მეფის ქალიშვილი.
ზევსი დაეშვა დედამიწაზე, მინდორზე მშვენიერი, თეთრი ხარის სახე მიიღო, რომლის ბეწვი მზის ოქროსფერ სხივებს ირეკლავდა, ხოლო შუბლზე მოვერცხლისფრო, ნახევარმთვარისებური ლაქა ჰქონდა. გოგონებმა მყისვე წრე შემოარტყეს, ეფერებოდნენ და ბალახითა და სხვა ხილით უმასპინძლდებოდნენ.
ევროპა მას თავზე მოეფერა, შუბლზე ეამბორა, ამ მშვენიერი არსებით მოხიბლული სიცილით მის ზურგზე შეჯდა, ხარი მაშინვე მოწყდა ადგილს და ზღვაში გადაეშვა, ის მიცურავდა, მიაპობდა ფირუზისფერ ტალღებს როგორც დელფინი.
თავიდან ევროპა ძალიან შეშინდა, მაგრამ მალევე დაინახა მათი მეგზური მშვენიერი ნერეიდები (ოკეანის ფერიები), დელფინები და სხვა ბინადრები, ის მიხვდა, რომ ხარი ღვთაებრივი, საოცარი არსება იყო, დამშვიდდა და მას ფაფუკ ბეწვს უფრო მაგრად მოეჭიდა.
მალე ჰორიზონტზე ზევსის მშობლიური კუნძული კრეტა გამოჩნდა. იქ ევროპა ზევსს ცოლად გაჰყვა, მათ ორი ბიჭი შეეძინათ მინოსი და რადამანტი.
მალე ევროპას სიყვარულის ქალღმერთი ვენერა გამოეცხადა და აუწყა, რომ კონტინენტს სადაც ის ზევსმა დაასახლა მისი სახელი დაერქმეოდა.
(ზევსს უკვე ჰყავდა ცოლი - იუნონა). დროთა განმავლობაში ის ცოლად გაჰყვა კრეტის მეფე ასტერიონს და დედოფალი გახდა, მოგვიანებით ტახტი კი მინოსმა დაიკავა. ზევსმა კი ცის კაბადონზე მოათავსა ხარი.
კუროს თანავარსკვლავედი მას ევროპას და მის მიმართ განცდილ დიდ სიყვარულს ახსენებდა.
• სხვა წყაროთი პოსეიდონმა მეფე მინოსს, კრიტის მფლობელს, (ევროპას ვაჟს) გაუგზავნა თოვლივით ქათქათა სამსხვერპლო ხარი. მინოსს ხარი მსხვერპლშეწირვისთვის დაენანა და მის ნაცვლად თავისი ერთ-ერთი ხარი დაკლა. ეს შეიტყო პოსეიდონმა და განრისხებულმა გაგზავნილ თეთრ ხარს ცოფი შეჰყარა. გაცოფებული ხარი ყველაფერს ანადგურებდა თავის გზაზე, მის მიერ მიყენებული ზარალი უფრო და უფრო იზრდებოდა და კრეტის მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა.
ამ დროს მეფე ევრისთევსის დავალებით კრეტას სტუმრობდა ჰერკულესი (ჰერაკლე ). მან მოათვინიერა თეთრი ხარი და მიკენეში წაიყვანა. ევრისთევსი მოიხიბლა ამ ცხოველით, მაგრამ ვერ გაბედა მისი დატოვება თავის ცხოველთა სადგომში და ცხოველს თავისუფლება აჩუქა.
პოსეიდონის ხარი თავისუფლების შეგრძნებამ კვლავ შეშალა, ის ჩრდილოეთისაკენ გაეშურა, ატიკში ჩააღწია და კვლავ გამანადგურებელ არსებად იქცა. აქ კი თესევმა შესაძლოა ხარის რქების მოგრეხვა, დამარცხება დიდი ჯაჭვებით დააბა და ათენში წაიყვანა. იქ ხარი აპოლონს შესწირა.
პოსეიდონმა თავის თეთრი ხარი ცაზე კუროს თანავარსკვლავედად აქცია.
• ყველაზე გავრცელებული ვერსიით კურო სწორედ დიონისეს ანალოგიაა.
მეფე კადმოსს ჰყავდა ასული სემელა, რომელიც განთქმული იყო მშვენიერებით, ზევსი მისით ძალიან მოიხიბლა, მისი სილამაზითა და სინაზით მთვრალმა ასულს ნებისმიერი სურვილის შესრულება აღუთქვა. თავისი სიტყვებით მან ფიცი დარღვია, რომელსაც მხოლოდ ღმერთები დებდნენ სტიქსის ( მიწისქვეშეთის მდინარე) წმინდა წყლებში.
სემელა გახდა მისი საყვარელი. ეს შეიტყო ჰერამ (ზევსის ცოლმა) და შურისძიების წყურვილმა შეიპყრო.
ის სემელას წინაშე სრულიად მშვიდი წარდგა და ურჩია ოლიმპოს ბატონისთვის ეთხოვა ენახვებინა ჭეშმარიტი სახე, გრგვინვით, მეხითა და ჭექა ქუხილით, ამით გაიგებდა ნამდვილად უყვარდა თუ არა.. სემელას არაფერი უეჭვია, მან თხოვა ზევსს სიყვარულის დამტკიცება.
ზევსმა აუსრულა სურვილი - დამაბრმავებელი ელვა კაშკაშებდა მის ხელთ, მეხი კი მთელ კადმას სასახლეს აზანზარებდა. ცეცხლმა შთანთქა ყოველივე ირგვლივ. მათ შორის სემელაც, ის მხოლოდ სიკვდილის წინ მივხდა ყველაფერს.
მომაკვდავმა შვა დიონისე, სუსტი უდღეური ყმაწვილი, რომლის სიკვდილიც მამამ არ დაუშვა, ჩვილს სურო მოახვია და იხსნა, მაგრამ რადგან უდღეური იყო თეძოსთან ჩაიკერა, იქ ჩვილი მოძლიერდა და მალე ხელმეორედ დაიბადა. ზევსის ბრძანებით ჰერმესმა ის ქალაქ ორქემონში გადაიყვანა და აღსაზრდელად სემელას დას ინოსა და მის მეუღლე ათამანტს გადასცა.
ჰერამ შეიტყო ჩვილის ამბავი და ინოზე და მის მეუღლეზე განრისხდა. მან ათამანტს გონება აურია, შეშლილმა მამამ შვილი ლეაქრი მოკლა, შემდეგ კი შუბით ინოსა და მეორე შვილს დაედევნა. თავის დასახსნელად ისინი ზღვაში ჩახტნენ და ამგვარად გადაურჩნენ შეშლილი მეფის რისხვას.
ამასობაში კი ღმერთების მაცნე - ჰერმესმა დიონისეს გადარჩენა მოახერხა, მან ის ნიმფებს ჩააბარა აღსაზრდელად.
მათი დახმარებით დიონისე მალე გაიზარდა, ხალხმა ის ყოვლისშემძლე მეღვინეობის, სიხარულისა და ნაყოფიერების ღმერთად ჩათვალა. მის პატივსაცემად აწყობდნენ ზეიმებს, რომელიც ყურძნის კრეფიდან რამდენიმე დღე გრძელდებოდა (რთველი).
ზევს ძალიან უყვარდა თავისი, მუდამ ახალგაზრდა, მხიარული და უდარდელი ვაჟი. მისი აღმზრდელი ნიმფები მადლიერების ნიშნად ვარსკვლავებად აქცია, რომ მათ გზა გაენათებიანათ ჰიადების სახით.
კუროს თანავარსკვლავი და ჰიადები გარკვეული უხილავობის პერიოდის შემდეგ, ხილულები ხდებიან შემოდგომის ღამეებში. მაგრამ, ზაფხულის მცხუნვარე დღეების შემდეგ ამინდები უფრო გრილი ხდება და იწყება შემოდგომის წვიმების სეზონი.
დიონისე მითოლოგიაში წარმოდგენილია როგორც უკვდავი, მეამბოხე ხასიათის მქონე ჭაბუკი, მას აქვს ხარის თავი, რომელსაც ყურძნისა და ლეღვის ფოთლებით შემკული სუროსგან მოწნილი გვირგვინი ამშვენებს.
დიონისეს სახეს ხანდახან ტაურომორფიზმის ელემენტებს მიაწერენ. ის გამოსახულია ლირით ან ორმაგი ფლეიტით ხელში, ხან კასრზე მჯდომი, ხანაც ეტლში, რომელშიც შებმულია ვეფხვები და კენტავრები.
ათენში დიონისეს პატივსაცემად განსაკუთრებულ დღესასწაულს აწყობდნენ, გოგონათა ჯგუფი ღვინით სავსე ამფორებსა და ხილით დატვირთულ კალათებს დაატარებდნენ, საზეიმო მსვლელობით ჩაივლიდნენ მამაკაცები, რომლებიც გადაცმულნი იყვნენ სელენებად, პანებად და სატირებად. ისინი ექსცენტრიულად იქცეოდნენ, ცეკვავდნენ, როკავდნენ, იმანჭებოდნენ, ამით სიმთვრალეს გამოხატავდნენ.
ცხოვრებისეულ სიამეს ჩვეული, ზღვარგადასული სურვილებით შეპყრობილი დიონისე თითქოს ხორციელი ტკბობის ტრანსსა და ღვთაებრივი მადლის ექსტაზს შორის იხლიჩება. დიონისეს სახე ორ განზომილებას შორის განუყოფელ კავშირს ქმნის: ის მიუთითებს მძაფრი ინსტინქტების აყოლის განცდის აუცილებლობაზე, მათი მარტივად გადალახვისთვის.
• არის სხვა ვერსიაც, რომელიც კუროს უარყოფით თვისებებს წარმოაჩენს, ეს არის მითი მინოტავრის - სასტიკი და გაუმაძღარი ურჩხულის შესახებ. ის ჩაკეტილია თავისი ყველაზე ეგოისტური სურვილებისა და შიშების ლაბირინთში. მას არ სურს ბარიერების გახსნა და მისი მომცველი რეალობისთვის თვალის გასწორება.
• კიდევ ერთი ანალოგია შუმერულ ეპოსში გვხვდება. გილგამეშის მეგზური ენკიდუს სახით, რომელშიც კარგად ვლინდება კუროსეული მესაკუთრეობა და ძლიერი მგრძნობელობა“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მზიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგონა...“ - ხონში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მოსწავლეს გლოვობენ
⭕„სიკეთე და ნიჭიერება...“ - ნინი შერმადინი ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს