Digest Logo

„მორჩი მოთქმას და იმოქმედე!...“ - რას წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი?

1754975937
ქეთი ოდიშელი

ცნობილი ასტროლოგი, ქეთი ოდიშელი, რომელიც აქტიურად აზიარებს თავის ცოდნას და გამოცდილებას სოციალურ ქსელებში, ამჯერად „ფეისბუკზე“ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„ბუდა თავის მოსწავლეებთან ერთად სეირნობისას, გზის მახლობლად ხედავს ორმოს, მასში ხარია, გლეხი მის ამოყვანას ცდილობს, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის. ბუდამ მოსწავლეებს ანიშნა, ისინი დაეხმარნენ პატრონს თავის ხარის ამოყვანაში.

განაგრძეს გზა, მოშორებით იგივე სურათს გადააწყდნენ - ორმოში ხარია, თუმცა ახლა გლეხი ორმოს ნაპირთან ჩამომჯდარა და ცხარე ცრემლებით ტირის... ბუდამ გვერდით ჩაუარა, ისე, თითქოს არც დაუნახავს გლეხის გაჭირვება.

მოსწავლეები გაოცებულები ეკითხებიან ბუდას:

- ოსტატო, რატომ არ მოინდომეთ გლეხის დახმარება?

- ტირილში დახმარება?

P.S. მორჩი მოთქმას და იმოქმედე!“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება

ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - „ერთმანეთზე უკეთესი შვილები“

„გაიზრდება ადამიანებს შორის ერთურთის გაგების ხარისხი, ანუ სწორი კომუნიკაცია...“ - ხათუნა ნოელი მერკურის დირექტიულობაზე