Digest Logo

მორიელებო, ოქტომბერში ფინანსურ რისკებს მოერიდეთ! - ნახეთ, თვის დაძაბული და ჰარმონიული დღეები

1791539155
ხატია ბედოშვილი

მორიელი - ოქტომბრის პროგნოზი:

ოქტომბერი მორიელებთან პიროვნული ტრანსფორმაციითა და კრიზისებით სავსეა. მოგიწევთ იმ დაგროვილი გრძნობებისა და სტრესების თვალებში შეხედვა, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში არ, ან ვერ გამოხატეთ.

განსაკუთრებული გამოწვევები, კარიერულ და ოჯახურ საკითხებზე გადის. არის გაუგებრობებისა და კონფლიქტების მაჩვენებელი. სამსახურებრივი კრიზისი, მანიშნებელია, რომ ცვლილებების დროა და ვეღარ ვითარდებით. სამყარო ნელ-ნელა დაიწყებს პროცესს, რაც ყველაფრის მოშორებას გულისხმობს, რამაც უკვე თავისი როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში.

აუცილებელია ჩაუღრმავდეთ საკუთარ ემოციებს და არ დააიგნოროთ ისინი. გამომწვევი მიზეზის პოვნა, დაგეხმარებათ, როგორც პარტნიორული ურთიერთობის ჰარმონიზებაში, ასევე კარიერული წინსვლის მიღწევაში. შეიცვლება თქვენი მიდგომები და ღირებულებები, რომელიც უნდა მიიღოთ და სწორება გააკეთოთ იმაზე, რაც ემოციურ სტაბილურობასა და სიმშვიდეს გაძლევთ. მთელი თვის მანძილზე, ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოების ზომების დაცვას საცხოვრებელ სახლში.

კონფლიქტებისა და ნეგატივის შემთხვევაში, ეცადეთ სიტუაცია განმუხტოთ საკუთარი და ოჯახის წევრების თავისუფალი არჩევანის პატივისცემით.

ფინანსური თვალსაზრისით, არის გაუთვალისწინებელი ხარჯების მაჩვენებელი, რომელიც არ უნდა გააპროტესტოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ოჯახის წევრებს დასჭირდათ.

შესაძლოა იყოს შემოსავლის ზრდა. არ ღირს მთელი თვის მანძილზე ფინანსური რისკი, ძვირადღირებული შენაძენების გაკეთება, ან საბუთებთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა. ყურადღება გამოიჩინეთ წვრილმანი დეტალების მიმართ.

ჯანმრთელობის მხრივ, სუსტია ნერვიული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სასუნთქი გზები და ჰორმონები. მოერიდეთ არაჰიგიენურ და ხალხმრავალ ადგილებს. არის ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი.
ოქტომბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების

გასაფორმებლად: 14;15;17;18;21;22;23;24;25;

ოქტომბრის დაძაბული დღეები: 5;6;11;12;13;19;20;26;27;

ოქტომბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად:1;2;3;4;7;8;9;28;29;30;31;

წყარო: ასტროლოგი ხატია ბეოდოშვილი

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თევზებისთვის ოქტომბერი მნიშვნელოვანი ცვლილებების თვე იქნება – რას უნდა ელოდონ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები?

⭕„ბედს ნუ გამოსცდით!“ - რა უნდა გააკეთოთ 9 ოქტომბერს ფინანსების მოსაზიდად და რას უნდა მოერიდოთ სიყვარულში?

⭕„10:10:10-ის კოდი“ - 10 ოქტომბერს განსაკუთრებული ახალმთვარეობაა: რას უნდა დავემშვიდობოთ და რა იწყება ჩვენს ცხოვრებაში

✕