24 ნოემბერი/ სავსემთვარეობა ტყუპების მე-3 გრადუსზე
ხვალ, 24 ნოემბერს საქართველოს დროით 18:54 საათზე, წლის ყველაზე დინამიური და მოულოდნელობებით დახუნძლული სავსემთვარეობა გვაქვს ტყუპები–მშვილდოსნის ღერძზე.
ამ სავსემთვარეობის მთავარი კოსმიური კოდი მდგომარეობს იმაში, რომ მთვარე ტყუპებში შეერთებაშია რეტროგრადულ ურანთან .
ეს ნიშნავს, რომ ფარული, ქვეცნობიერი ინფორმაცია ელვისებური სისწრაფით ამოდის ზედაპირზე, ხოლო სავსემთვარეობის მმართველი მერკური მორიელის ნიშანშია, რაც სიღრმისეულ განწყობასა და საბრძოლო სულისკვეთებას, იდუმალებასა და მისტიურობას ჰმატებს მიმდინარე ტენდენციებს.
მთავარი მესიჯი :
„სიტყვა შეიძლება იყოს წამალი და სიტყვა შეიძლება იყოს საწამლავი!“
რა უნდა გავითვალისწინოთ:
მთვარისა და ურანის შეერთება სახლში ამძაფრებს ინტუიციას, წინასწარმეტყველურ სიზმრებსა და უეცარ ინსაიტებს, თუმცა პარალელურად ზრდის ნერვულ დაძაბულობას, ფეთქებადობას, უძილობასა და ემოციურ რყევებს.
სავსემთვარეობა (ურანიანული ძალით) კვადრატშია ლომში მყოფ ქეთუ–მარსი–იუპიტერის სტელიუმთან და მერწყულში მყოფ რაჰუსთან. წარსულის ეგო-ამბიციები და მოძველებული კომუნიკაციის ფორმები წინააღმდეგობის გაწევის მცდელობის მიუხედავად ინგრევა, გზა ეთმობა ახალ, თავისუფალ აზროვნებასა და სისტემებს. ( თუმცა შედეგებს მომდევნო წლის გაზაფხულისთვის ვიხილავთ).
ვენერა სასწორის ნიშანშია, ჰარმონიულ ასპექტს კრავს კარმულ კვანძებთან.
ურთიერთობებში მიმდინარე ძვრებს გაუძლებს მხოლოდ ის, რაც გულწრფელობასა და ინტელექტუალურ თანხვედრაზეა აგებული.
რეკომენდაციები სავსემთვარეობის პიკისთვის:
„იჩქარე ნელა!“ , მოერიდე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, იმპულსურ ნაბიჯებსა და ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვებს.
მაქსიმალური სიფრთხილე გზებზე და ტექნიკასთან დაკავშირებით.
ურანიანული სავსემთვარეობა ზრდის სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო ტრავმების, ასევე საკომუნიკაციო შეფერხებების ალბათობას.
მოერიდე კამათს, პროვოკაციებსა და გეგმიურ სამედიცინო მანიპულაციებს.
ამ პერიოდში ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ცნობიერი დაკვირვება. გააცნობიერე ყოველი სიტყვა და ყოველი მომენტი!
სავსემთვარეობის რიტუალები და პრაქტიკა:
არ დაგავიწყდეს წყლის, მინერალური ქვებისა (განსაკუთრებით მთის ბროლი, ლაბრადორიტი, აკვამარინი) და საფულის დამუხტვა მთვარიან ღამეს (აუცილებელი არ არის მთვარე პირდაპირ ჩანდეს. ნივთები და წყალი აიღე პიკამდე, 18:54 საათამდე!).
თილისმა — გასაღები: ტყუპების სავსემთვარეობის მთავარი სიმბოლო გასაღებია . თუ ცხოვრებაში გაქვს კონკრეტული ჩაკეტილი სიტუაცია, აიღე შენი სახლის ან სამუშაო სივრცის გასაღები და ყოველ ჯერზე, როცა საკეტს მოარგებ და კარს გააღებ, მკაფიოდ წარმოიდგინე, როგორ „იხსნება“ და გვარდება ეს საკითხი.
ვერბალური მაგია: განსაკუთრებით ეფექტურია ხმამაღლა წარმოთქმული აფირმაციები, ლოცვა, მანტრები და სუნთქვითი პრაქტიკები.
ზოგად პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის ხვალ შემოგთავაზებთ.
P.S.ფოტოზე გამოსახულია ჰატჰორის ტაძრის ჭერის ერთერთი ფრაგმენტი, ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ღმერთი შუ (მარცხნივ, ჰაერის და მზის სხივების ღვთაება) და მისი ტყუპისცალი და მეუღლე ქალღმერთი ტეფნუტი (მარჯვნივ, სინოტივის, ნამის, წვიმის,ნაყოფიერების ღვთაება ლომის თავით) განასახიერებენ.
(დენდერა/ეგვიპტე 1 ელი საუკუნე).
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლინა სიჭინავას ახალი ფოტოები და ილია თოფურიას კომენტარი – რა ხდება წყვილის პირად ცხოვრებაში?