
2025 წლის 6-12 ოქტომბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სიახლეებს ჰპირდება. კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს კი ვრცლად გაგიზიარებთ:
♈ ვერძი
კვირა ახალი შესაძლებლობებით დაიწყება. სამსახურში, საქმიან ურთიერთობებში შეამჩნევთ ისეთ დეტალებს, რომლებსაც ადრე ვერ ხედავდით. შესაძლოა, განვითარების ან პოზიციის შეცვლის ძალიან კარგი შანსი გაჩნდეს. ასევე, მიმდინარე კვირის განმავლობაში ფინანსური სიურპრიზიც გელოდებათ. გულწრფელი საუბრებისა და სხვადასხვა საკითხის საბოლოოდ გადაჭრისთვის კარგი დროა. (ასევე დაგაინტერესებთ: 2025 წლის 7 ოქტომბერს ვერძის ნიშანში სუპერმთვარეა - რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელზე და რა უნდა გააკეთოთ, რომ სირთულეები თავიდან აირიდოთ)
♉ კურო
სამსახურში მოთმინებითა და თანმიმდევრულობით შეგიძლიათ, თქვენი პოზიცია გააძლიეროთ. ნელი ნაბიჯები უფრო საიმედოა, ვიდრე სწრაფი გადაწყვეტილებები. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. შესაძლოა, მიმდინარე კვირის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეები შეგხვდეთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებისთვის მზად იყოთ და პასუხისმგებლობების აღებამ არ შეგაშინოთ.
♊ ტყუპები
მიმდინარე კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში არსებულ სხვადასხვა ნიშანს ყურადღება მიაქციეთ. გახსოვდეთ, ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ორჯერ დაფიქრდით, სანამ ილაპარაკებთ. სამსახურში წარმატების მიღწევას შეძლებთ. შუა კვირა კი სიცხადის პერიოდი იქნება, როდესაც გარკვეულ საკითხებს საბოლოოდ გააცნობიერებთ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ.
♋ კირჩხიბი
ეს კვირა სტაბილურობის განცდას მოგიტანთ. ყველაფერი, რაზედაც წინა პერიოდებში ნერვიულობდით, ნელ-ნელა ლოგიკურ დასასრულამდე მივა. წარსულიდან ნიშანი კი შეგახსენებთ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. ნუ დაუთმობთ წარსულზე ფიქრს დიდ დროს. შეგიძლიათ, გამოცდილება გამოიყენოთ და აწმყოში ისე იცხოვროთ, როგორც თავად გსურთ. მიმდინარე კვირა შინაგან ჰარმონიას მოგიტანთ და მოტივაციასაც გაგიზრდით.
♌ ლომი
მოულოდნელი სიახლეების კვირა იწყება. ბიზნესსა და სხვადასხვა საქმიანობაში შეძლებთ, საკუთარი თავი უკეთ გამოხატოთ და დაამტკიცოთ, რომ თქვენი მიდგომები აბსოლუტურად გამართლებულია. იყავით თავდაჯერებული და თამამი. მიმდინარე კვირა გაძლევთ შანსს, ყველაზე ამბიციურ გეგმებსაც კი შეეჭიდოთ და წარმატებას მიაღწიოთ. ცვლილებების სურვილი იმდენად დიდი იქნება, რომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობის გაწევა გაგიჭირდებათ.
♍ ქალწული
საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ერთი შემთხვევითი საუბარი შესაძლოა, თქვენთვის შთამაგონებელი აღმოჩნდეს და ახალ იდეებზე ფიქრი დაიწყოთ. მიმდინარე კვირაში თქვენი შემოქმედებითობა, კრეატიულობა, საკითხებისადმი განსხვავებული მიდგომა წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანთ. მენტალურ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. მნიშვნელოვანია, დროდადრო შეისვენოთ, მიღწეულით დატკბეთ და ახალი გეგმები შემდეგ დასახოთ.
♎ სასწორი
კვირის განმავლობაში მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და იმ საკითხებს, რომლებიც აქამდე სხვადასხვა მიზეზის გამო გადადეთ, გვერდს ვეღარ აუვლით. ახალი პარტნიორობა და შეთავაზებები ფინანსების გაუმჯობესების შანსს მოგცემთ. უმჯობესია, კვირის განმავლობაში ხშირად განიტვირთოთ და ძალები აღიდგინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მომატებულმა ემოციამ გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი შეგიშალოთ.
♏ მორიელი
შუა კვირაში შესაძლოა, წარსულში დატოვებულმა ურთიერთობამ თავი კვლავ შეგახსენოთ. ენერგიის კამათში ხარჯვას აზრი არ აქვს; ამ ბრძოლიდან გამარჯვებული ვერ გამოხვალთ. თქვენი სხეული, შინაგანი მდგომარეობა დიდი ხანია, შესვენებას ითხოვს. ამიტომ, ჯობს, მიმდინარე კვირის განმავლობაში განტვირთვაც დაგეგმოთ და სხვადასხვა საქმეზე შემდგომ იფიქროთ.
♐ მშვილდოსანი
დიდი შანსია, რომ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე კვირის განმავლობაში როგორც კარიერულად, ასევე პიროვნულად, ახალი ეტაპი დაიწყოს. ახალი გზა თავიდან ბუნდოვნად მოგეჩვენებათ, თუმცა სირთულეებს ნუ შეუშინდებით. გადაწყვეტილებებში გამბედაობა და მოქნილობა დაგჭირდებათ. საბედნიეროდ, ორივე უხვად გაქვთ. აღნიშნეთ მცირე მიღწევა, წარმატება და ეს დაგეხმარებათ, რომ სამომავლო წარმატებებისთვის მოტივაცია კვლავ დაიბრუნოთ.
♑ თხის რქა
თქვენს საქმიანობაში ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეთ და ძალისხმევისთვის დაჯილდოვდებით. მიმდინარე კვირა ფინანსურ სტაბილურობას გპირდებათ. ზედმეტი პასუხისმგებლობების აღებით ნუ გადაიტვირთებით და ნუ ეცდებით, ყველას ასიამოვნოთ. შაბათ-კვირა სიჩუმეში გაატარეთ. საკუთარ თავთან განმარტოება ბევრ შეკითხვაზე პასუხს გაპოვნინებთ და მოვლენების უკეთ გაანალიზებაში დაგეხმარებათ.
♒ მერწყული
ეს კვირა თქვენთვის საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. საქმიან სფეროში შეიძლება, არატრადიციული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ურთიერთობებში კი გულწრფელი საუბარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. კვირის განმავლობაში, ერთი მოულოდნელი ნიშანი გამბედაობასა და შთაგონებას მოგიტანთ და გექნებათ შანსი, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ.
♓თევზები
ნუ იჩქარებთ. მიმდინარე კვირის განმავლობაში გაქვთ შანსი, თქვენს ოცნებებსა და მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ, წარსულის შეცდომები გააანალიზოთ და მნიშვნელოვან გაკვეთილად გადააქციოთ. იმპულსურობამ შესაძლოა, ძალიან დიდი ზიანი მოგიტანოთ. ამიტომ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და საკითხების გადაჭრა ეტაპობრივად სცადეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ შევარჩიოთ დაბადების დღის საჩუქარი და რისი ჩუქება არ შეიძლება? - ნინა სუსლოვას რეკომენდაციები
წყარო: www.beaumonde.ge