Digest Logo

„მოვლენების დაჩქარებას ნუ ეცდებით“ - 27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1785098872
თებერვლის ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ბედისწერა მარტოხელა ვერძებზე იზრუნებს — წინ საინტერესო, რომანტიკული შეხვედრა გელით. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ცხოვრებაში ისევ ძველმა თაყვანისმცემლებმა შემოაბიჯონ. თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობა ისევ ნაცნობი სცენარით ვითარდება, ეს ნიშნავს, რომ სამყარო შეცდომების გამოსასწორებლად შანსს გაძლევთ. წარსულით ნუ ცხოვრობთ — დროა, ძველს დაემშვიდობოთ და მომავლისკენ იყუროთ. ამ დღეს განმარტოება და დამოუკიდებლად მუშაობა განსაკუთრებით სასურველია. მოერიდეთ ფინანსური ვალდებულებების აღებას და ეცადეთ, ბარაქა ხალისიანი განწყობით მიიზიდოთ. წყლის ნაპირზე, სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს ჯანმრთელობას და ფსიქიკას საოცრად წაადგება.

კურო

თუ გეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანი ნაკლებ ყურადღებას გაქცევთ, ნუ გაბრაზდებით — შესაძლოა, მას სამსახურებრივი ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ეცადეთ, ოჯახის წევრების გვერდით მეტი დრო გაატაროთ. ახლა პროფესიული საქმიანობისთვის არახელსაყრელი დროა, თუმცა საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა დიდ სარგებელს მოგიტანთ. თუ სამსახურში გაურკვევლობა და საკადრო ცვლილებებია, ჯობია ეს პერიოდი ბიულეტენით გადააგოროთ. ახალი სამუშაოს შეთავაზებები მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. შემოქმედებითი ხედვითა და გამჭრიახობით ბევრს მიაღწევთ. ეს დღე იდეალურია სპორტის, ფიზიკური დატვირთვისა და აქტიური საქმიანობისთვის.

ტყუპები

ვარსკვლავები განიშნებენ, რომ სიყვარულში აქტიური მოქმედებების დროა. დაპირებებს ნუ გასცემთ, თუ მათ ასრულებას არ აპირებთ. ეცადეთ, რომ ახლობლების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ — საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ კოლეგებთან დაპირისპირებას, რათა მტრები არ გაიჩინოთ, უმჯობესია, ყურადღება თქვენს მოვალეობებზე გადაიტანოთ. ფულთან განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ და საზოგადოებრივ ადგილებში პირადი ნივთები დაიცავით. ასტროლოგები გირჩევენ, ხორცსა და ალკოჰოლზე უარი თქვათ და უპირატესობა ბოსტნეულის კერძებს მიანიჭოთ.

კირჩხიბი

სიყვარულში ეჭვი უცხო არ არის, თუმცა დღეს ამ ზღვრის დაძლევა მოგიწევთ. სამსახურში მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ — ამ გზით შეიძლება კონკურენტების საიდუმლო გაიგოთ. ყოველდღიური საზრუნავი ცოტა ხნით მოიცდის — ეცადეთ, ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. ბოლო დროს ბევრი იშრომეთ და პატარა სიამოვნებებს ნამდვილად იმსახურებთ. გავლენიანი ადამიანებისგან მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებთ, რაც თქვენს შემოსავალზე დადებითად აისახება. ხელმძღვანელობა თქვენს ახალ პროექტს მწვანე შუქს აუნთებს. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალიც, რაც ბოლოდროინდელი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. საღამოს შეიძლება ადამიანები ახალი იდეის გარშემო გააერთიანოთ. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას — ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილი პირები ჭარბ ფიზიკურ დატვირთვას თავი უნდა მოერიდონ.

ლომი

ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი გამოჩნდება, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. ნათესავებთან ურთიერთობაში მეტი მოთმინების გამოჩენა გმართებთ, რათა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა დაპირისპირება არ გამოიწვიონ. სამსახურში ნუ გაღიზიანდებით, თუ კოლეგამ თქვენი ნამუშევარი გააკრიტიკა — ამაზე ნერვიულობა არ ღირს, სამაგიეროდ, კარიერისტებს ერიდეთ — მათგან საფრთხე გელით. ვალის დაბრუნებით ნუ იჩქარებთ, შავი დღისთვის გადანახული ფული შეიძლება მოულოდნელად გამოგადგეთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, საქმეები სამომავლოდ გადადეთ და დაისვენეთ.

ქალწული

დღეს გელოდებათ ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ნამდვილ რომანში გადაიზარდოს. თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს წარმატების გასაღებია — განავითარეთ უნარი, რომელიც სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც გამოგადგებათ. დაოჯახებულ ქალწულებს ვურჩევთ, საკუთარი აზრები ჯერჯერობით საიდუმლოდ შეინახონ — ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ოჯახური სკანდალი გამოიწვიოს. სამსახურში დაწყებულ საქმეს სასურველი შედეგით დაასრულებთ. უფულობის პერიოდიც სრულდება — მალე შეძლებთ ისეთი რამ შეიძინოთ, რაზეც ადრე ოცნებასაც ვერ ბედავდით. მოერიდეთ ემოციური განცხადებების გაკეთებას, რის გამოც მალე ბოდიშის მოხდა მოგიწევთ. ვარსკვლავები კვებაში ზომიერებას და ცდუნებებისგან თავის შეკავებას გირჩევენ.

სასწორი

მარტოხელა სასწორებს სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების შანსი ეძლევათ — სერიოზული არაფერია, თუმცა დროს შესანიშნავად გაატარებთ. გარშემომყოფები თქვენგან დათმობებს ელიან, თუმცა უჩვეულოდ გაჯიუტდით და უკან დახევას არ აპირებთ. მზად იყავით სიახლეებისა და ახალ გარემოსთან შეგუებისთვის. თავდაუზოგავი შრომით შეძლებთ, ახალ, პერსპექტიულ საქმეს საფუძველი ჩაუყაროთ. ახლად გაცნობილი ადამიანისგან შეიძლება საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. ენერგიით სავსე ხართ და რამდენიმე საქმის ერთდროულად დაწყება გსურთ, თუმცა ფრთხილად იყავით — მარსის გავლენით უყურადღებობით გამოწვეული ტრავმებისა და დამწვრობის რისკი იმატებს.

მორიელი

ასტროლოგები ქალბატონებს აფრთხილებენ, რომ რომანტიკული გატაცება შესაძლოა მალე დასრულდეს, მამაკაცებს კი სასიამოვნოსა და სასარგებლოს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ოჯახი თქვენი უდიდესი განძია — ეცადეთ, ახლობლებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. მოვლენების დაჩქარებას ნუ ეცდებით და გახსოვდეთ, რომ გარემოებები ყოველთვის ჩვენს ნებას არ ემორჩილებიან. სამსახურებრივ საკითხებში პირადი სიმპათია-ანტიპათიები გვერდით გადადეთ და ლოგიკით იხელმძღვანელეთ. მეტი იმოძრავეთ, რათა დაგროვილი ნერვული დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ.

ვრცლად, იხილეთ ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ულამაზესი და უმშვენიერესი“ - რა კადრებს აქვეყნებს თაკო ჩხეიძე

⭕„ერთგვარ კარმულ მუხრუჭად იქცევა“ - რას გვიმზადებს რეტროგრადული სატურნი ვერძში: რამაზ გიგაურის ასტროპროგოზი

🎥 „უბრალოდ გადყლარწული, ლამაზი ამოსვლა მინდოდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი