Digest Logo

„მთავარი ფავორიტი ხართ - ახლა ვარსკვლავური პერიოდი გეწყებათ“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს

1679297414
მიხეილ ცაგრელი

„22 მარტიდან ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის კარგი პერიოდი იწყება - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას განაცხადა. 

🔵„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის - ჩაუთქვით სანუკვარი ოცნებები“ - მიხეილ ცაგარელი ჯადოსნურ თარიღს ასახელებს

მისი თქმით, კვირის მეორე ნახევრიდან დედამიწა დადებით ენერგოველში გადავა, რასაც ყველა ნიშანი იგრძნობს.

მაშ ასე, ნახეთ, როგორი კვირა ექნება თითოეულ თქვენთაგანს👇

ვერძი - 22-იდან თქვენი დრო მოდის, მზე თქვენს ნიშანში გადადის, იქ ხვდება გამარჯვებისა და კომუნიკაციის პლანეტები, რაც იმას ნიშნავს რომ ვარსკვლავური პერიოდი გეწყებათ. ამიტომ  ახლა გაჩერების უფლება არ გაქვთ, მიდექით-მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, არნახული ენერგია გაქვთ, ამიტომ წარმატების შანსები ყველა სფეროში გაქვთ. აბსოლუტურად ყველა სფეროში ფავორიტები ხდებით თქვენ.

კურო - თქვენ ახლა იგრძნობთ დაღლილობას, მაგრამ არა ისეთს, როგორც აპრილში, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ახლა მოაგვარეთ და არ გადადოთ შემდეგისთვის, ამ პერიოდში კოსმოსი თქვენგან ენაზე კბილის დაჭერას და საიდუმლოს შენახვას მოითხოვს. 

ტყუპები - თქვენ ახლა გამოცოცხლდებით, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და მიმზიდველი გახდებით. ორიგინალური თვითგამოხატვა წინ წამოიწევს, გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა და სანაცნობო წრის გაფართოება, ამიტომ 22 მარტიდან ყურადღება მიაქციეთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ სიახლეებს.

კირჩხიბი - ამ პერიოდში შედარებით გამოცოცხლდებით, უფრო მეტად მოგემატებათ ინტუიცია და ბრძენი გახდებით, ეს ყველაფერი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ და კარიერულად წინ წაიწევთ.

ლომები - თქვენთვის ახლა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდებით, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან, რადგან მოსალოდნელია მტრების ფარულად მოქმედება.

ქალწული - თქვენი შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება და პარტნიორული თანამშრომლობა კარგ შედეგებს მოგიტანთ როგორც ფინანსურად, ისე ემოციურად.

სასწორი - 22 მარტიდან თავს უკეთ იგრძნობთ, თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს. იგრძნობთ რომ გამოცოცხლდებით და აქტიურები გახდებით. შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლინებისთვის საუკეთესო დრო გაქვთ.

მორიელი - გაცილებით უფრო საღი და ლოგიკური აზროვნებით იქნებით გამორჩეული, ინტუიცია მოიმატებს და გაცილებით მშვიდად გადაწყვეტთ რთულ საკითხებს.

მშვილდოსანი - საუკეთესო პერიოდი გაქვთ, ახლა გაქვთ საშუალება კონკურსებიდან და ლატარიებიდან მიიღოთ ყველაფერი საუკეთესო. შვილებთან ურთიერთობისთვის ძალიან კარგი პერიოდია. როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი ძალიან კარგ შედეგებს დადებთ.

თხის რქა - თქვენ ახალა ცოტა დაღლილობას იგრძნობთ, მაგრამ ძველი საქმეების დასრულებისთვის ძალიან კარგი შანსები გაქვთ, თუ ცოტა ენერგიას დაზოგავთ მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

მერწყული - ახლა თქვენი დროა,  ყველაფერი რაც აქამდე გაწუხებდათ, უკანა პლანზე გადადის, თავს ძალიან კარგად იგრძნობთ, ახალი იდეა-პროექტებს ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ. მოსალოდნელია ახალი და კარგი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ.

თევზები - მაქსიმალურად ეცადეთ ამ პერიოდში იაქტიუროთ შემოქმედებითად და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ასევე, ძველი საქმეებიდან დივიდენდები მიიღოთ. შემდეგი კვირიდან თქვენთვის ვითარება გართულდება, ამიტომ ამ კვირაში მოაგვარეთ მთავარი საქმეები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ტურიკა კარგად იქნება. ბოლო-ბოლო ეგეთები გადაუტანია?! მე ის უფრო მაფიქრიანებს, თქვენ რა გეშველებათ“ - დავით გორგილაძე

🔵„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის - ჩაუთქვით სანუკვარი ოცნებები“ - მიხეილ ცაგარელი ჯადოსნურ თარიღს ასახელებს