მწერალი დავით გორგილაძე დათო ტურაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მის ავის მსურველებს მიმართავს:
🔵დათო ტურაშვილი ახლა უკეთაა, თუმცა დღეს კლინიკაში დარჩება – ანაკო ტურაშვილი
„ტურიკა კარგად იქნება. ბოლო-ბოლო ეგეთები გადაუტანია?! მე ის უფრო მაფიქრიანებს, თქვენ რა გეშველებათ, ვინც საკუთარი ცხოვრება სხვისი ცხოვრების გაშავებაში დაახურდავეთ;
მიუსხდებით კლავიატურებს, გახსნით პროფილებს (რომლებსაც ზოგჯერ არარსებული ადამიანების სახელები აქვთ) და მიდიხართ ჯამთან, რომელშიც თქვენი პატრონები სხვა ადამიანების სალანძღავ წინადადებებსა და გზავნილებს სალაფავივით გისხამენ.
ტურიკას დიდი გული აქვს და იმდენ სიკეთეს იტევს, მთელი სატროლბოტეთის საგვარეულოს ზმანებაშიც რომ არ ეღირსება. სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, სიყვარული და ამ სიყვარულის გამოხატვა შეუძლია. ამიტომაცაა დაუმარცხებელი.
მისთვის შავ-ბნელი ამბების შემთხზველებისთვის კი ვერ მაქვს კარგი ამბავი: თქვენ სავსე კი არა, საკუთარი ცხოვრებითაც არ ცხოვრობთ. ამიტომაც აუცილებლად დამარცხდებით“, - წერს დათო გორგილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: