
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, დღის ენერგია საკმაოდ მშვიდია. არ არის სასურველი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, არ იწუწუნოთ და იყავით პოზიტიურ განწყობაზე“, - 7 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:
ვერძი - ცვლილებების დროა, თუმცა რადიკალურ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ და ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს.
კურო - დღის მთავარი თემა ურთიერთობებია, დაიცავით პირადი სივრცე და სწორი დამოკიდებულება გქონდეთ მეორე ნახევართან.
ტყუპები - მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კარგი იქნება ვარჯიში განტვირთვისთვის. რუტინაში შეიტანეთ ცვლილება.
კირჩხიბი - პოზიტიური დღეა, სამომავლო გეგმებს ჩაუყარეთ საფუძველი. გადადგით კონკრეტული ნაბიჯები.
ლომი - განმარტოების სურვილი გექნებათ, ამიტომ დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, გამოხატეთ თქვენი ემოციები მკვეთრად.
ქალწული - დაგეგმეთ, მოიძიეთ ახალი ინფორმაცია, თუმცა მეტი სიმარტივე უმჯობესია.
სასწორი - ფინანსებს უნდა გადახედოთ, პრობლემების არსებობის შემთხვევაში კონკრეტული ნაბიჯები გადადგით. უმჯობესია მნიშვნელოვანი არაფერი შეიძინოთ.
მორიელი - ენერგეტიკულად ძლიერი დღეა, ამიტომ გამოიყენეთ ეს დღე თვითანალიზისთვის, არ გასცეთ დაპირება.
მშვილდოსანი - დამღლელი დღე გექნებათ, ნუ აიღებთ ახალ ვალდებულებას, დაასრულეთ ძველი საქმე.
თხის რქა - ნეიტრალური დღეა, ნუ დაგეგმავთ წინასწარ, იყავით სპონტანურები.
მერწყული - დაკვირვებულობა დაგჭირდებათ, მოგიწევთ ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია ამიტომ დაუკვირდით რას ამბობთ.
თევზები - ემოციური დღეა, კონკრეტული დეტალები გადააფასეთ და სხვა თვალით შეხედეთ მოვლენებს.
⭕„დედამისის თვალები აქვს, უსაყვარლესი“ - ნინო მუმლაძე შვილის ახალ ფოტოებს ავრცელებს