
2024 წლის 28 მაისს მსახიობ ნინო მუმლაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ის ნანატრი შვილის, პატარა ბიჭის დედა გახდა. როგორც თავად ამბობდა, ამ ბედნიერებას ენით ვერ გადმოსცემს და ის განცდა, როცა მან პირველად დაინახა თავისი პატარა, მთელი ცხოვრება გაჰყვება.
პატარას სახელის შერჩევაზე ნინო და მისი მეუღლე მთელი ცხრა თვე ფიქრობდნენ და საბოლოო ჯამში, უცხო სახელი შეურჩიეს – რონი, რომელიც როგორც გაირკვა, საქართველოში არა, მაგრამ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია და ბევრს ჰქვია.
მისი ვაჟი, რონი ახლახან ერთი წლის გახდა. ნინომ შვილის უახლესი ფოტოები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა:
„დედამისის თვალები აქვს, უსაყვარლესი“.
„გაიხარე, რა სიცოცხლე ბავშვია“.
„ჩასაკბეჩი ლოყები აქვს“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ: