Digest Logo

მთვარე კირჩხიბშია - სამედიცინო რეკომენდაციები

1793444820
მთვარე კირჩხიბში

მთვარე კირჩხიბშია, სამედიცინო რეკომენდაციები ასტროლოგიური გვერდი „ანა მზიანისგან“:

🌙♋️ მთვარე კირჩხიბშია პირველი ნოემბრის 08:20-მდე მთვარე უასპექტო იქნება პირველი ნოემბრის 01:57-დან 08:17-მდე.

🌙♋️ სანამ მთვარე კირჩხიბშია: ემოციებისა და სხვებზე ზრუნვის დღეებია. მოგინდებათ განმარტოება, თბილად ყოფნა. ცოტა შეანელეთ აქტიურობა, მიაქციეთ ყურადღება ოჯახის წევრებს. საღამოს გაინებივრეთ თავი გემრიელი კერძით, გაეხვიეთ თბილ პლედში და დატკბით საინტერესო წიგნით ან ფილმით.

🍳 კვება: მოუფრთხილდით კუჭს. ნუ შეჭამთ ერთმანეთთან შეუთავსებელ პროდუქტებს. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიურ პრეპარატებს.

🩺 სამედიცინო რეკომენდაცია: დღეს ნუ დანიშნავთ ოპერაციებს კუჭზე, გულმკერდზე, დიაფრაგმაზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, მკერდზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. კარგია ორგანიზმის გაწმენდა კენჭების და მარილებისგან. ვარჯიშები ხერხემლისა და ზურგის მოსაძლიერებლად. სასარგებლოა წყლის პროცედურები. იყავით თბილად.

❤ სიყვარული: ადამიანი მეტად მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდება. შეიძლება ჩაიძიროს წარსულის მოგონებებში. ემოციური მხარდაჭერა, მოფერება და სითბოს გამოხატვა კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს. ამ დღეს დაწყებული ნაცნობობა ემოციურ კავშირზეა აგებული, ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინებით გვირგვინდება.

🧺 საოჯახო ვალდებულებები: სველი ჩვრით გაწმინდეთ ჭაღი, ნათურები. დღეს გარეცხილი სარეცხი დიდი ხანი არ გაშრება; ნუ გარეცხავთ ისეთ ნივთებს, რასაც საფუძვლიანი გაშრობა სჭირდება.

ასევე  დაგაინტერესებთ:

⭕რას უნდა მოერიდოთ ნოემბერში იმისთვის, რომ თვე დაბრკოლებებისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვის გარეშე გაიაროთ - რამაზ გიგაურის პროგნოზი

⭕„სულიერი ელიტიზმი“ რეალობის წინააღმდეგ: „ცხოვრებიდან ყველა ნეგატიური ადამიანი უნდა ამოშალო“

⭕„მიეცით შვილებს აზრის დაფიქსირების საშუალება, ნუ ისაუბრებთ მათ მაგიერ!“ - ფსიქოთერაპევტი მშობლებს მიმართავს

✕