„სულიერი ელიტიზმი“ რეალობის წინააღმდეგ:
ეგო: „ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჭამენ ხორცს, სინამდვილეში არ არიან სულიერები“.
ჯანსაღი სულიერება: „მე ჩემი ფასეულობებით ვცხოვრობ ისე, რომ თავს სხვებზე მაღლა არ ვაყენებ”.
ეგო: „ცხოვრებიდან ყველა ნეგატიური ადამიანი უნდა ამოშალო“.
ჯანსაღი სულიერება: „მათ თანაგრძნობით ვხვდები და შემიძლია ავირჩიო, რომელი ენერგია მივიღო და რომელი დავტოვო გარეთ“.
ეგო: „მე უკვე გადავლახე ჩემი ეგო (ჩემს ეგოზე მაღლა დავდექი)“.
ჯანსაღი სულიერება: „ოჰ, აი, ისევ გამოჩნდა ჩემი ეგო“.
ეგო: „ვფიქრობ, რომ გასხივოსნებული ვარ“.
ჯანსაღი სულიერება: „მაშინ წადი და არდადეგებზე ორი კვირა პატარა სასტუმროში დიდ ოჯახთან/სანათესავოსთან ერთად გაატარე და მერე მითხარი, მართლა გასხივოსნებული ხარ თუ არა“.
ეგო: „მე უკვე აღარ ვბრაზდები“.
ჯანსაღი სულიერება: „ბრაზს სხეულში ვგრძნობ, ნებას ვაძლევ, რომ იარსებოს, მაგრამ არ მინდა, ნაკვერჩხალივით ხელში მეჭიროს“.
ეგო: „თუ მედიტაციისას სინათლეს, ფერებს ან ხილვებს ვერ ხედავ, ძალიან ჩამორჩენილი ხარ“.
ჯანსაღი სულიერება: „მედიტაცია არ ეხება რაიმე ფენომენალურ ან სანახაობრივ გამოცდილებას. ის ეხება იმას, თუ რამდენად შემოგაქვს გაცნობიერებულობა შენს ყოველდღიურობაში და როგორ ეპყრობი ადამიანებს“.
შეხსენება იმისა, რომ ნამდვილი სულიერება ადამიანური, უბრალო და მიწაზე მყარად მდგარია, ხოლო როცა სულიერება გარეგნულ ფორმად და სხვებზე უპირატესობის დამტკიცების იარაღად იქცევა, ის უბრალოდ გაპრიალებული ეგოა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პრაქტიკული და ზედაპირული რჩევები, როგორ შეაჩეროთ ნეგატიური ფიქრები