ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 7 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საუბრობს.
„მთვარის ნიშანი თხის რქაა. დღის უმეტესი ნაწილი უფრო ჰარმონიულია, ვიდრე ნეგატიური. გვაქვს მთვარის ჰარმონიული ასპექტი ურანთან, ნეპტუნთანაც.
დღის ბოლოს ფრთხილად იყავით, არ შეხვიდეთ კონფლიქტში. კარგი დღეა საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, გაერთიანებისთვის, ახალი წევრობისთვის, აქტიურობისთვის. დღის განმავლობაში შეგიძლიათ მუნიციპალურ დაწესებულებებს მიმართოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი მოითხოვოთ.
მთვარის ენერგია ხელს უწყობს საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებში ჩაძირვას. კარგი ძალისხმევის გამოჩენის უნარი გექნებათ, ახალი მიდგომების მიდგომა, შოპინგი, მაგრამ არ გადახვიდეთ ახალ სამსახურში “, - ამბობს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა რიცხვებში უნდა დაგეგმოთ ქირურგიული ოპერაციები - ნინა სუსლოვა საუკეთესო თარიღებს ასახელებს
🎥 თვის ხელსაყრელი თარიღები ქორწინებისთვის - ნუმეროლოგის რეკომენდაცია