ასტროლოგი რამაზ გიგაური ფეისბუკის პირად გვერდზე მთვარის ე.წ უკურსო მოძრაობის ოქტომბრის კალენდარს აქვეყნებს.
როგორც ასტროლოგი წერს, მის მიერ დასახელებულ კონკრეტულ თარიღებში არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება:
„ასტროლოგიაში ე. წ. „მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:
* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
* არ შეიძინოთ ნივთები;
* არ დაიწყოთ ახალი საქმე;
* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;
* არ დადოთ შეთანხმებები;
* არ მოაწეროთ საბუთებს ხელი“,- წერს გიგაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს“ - გია მურღულია
🔵 პირველადი დახმარება ცოფისა და ნაკბენის დროს - არჩილ მარშანიას რჩევები