Digest Logo

მუდმივი წარმატების დევნა და პერფექციონიზმის მახე: რას წერს რამაზ გიგაური „იკაროსის სინდრომსა“ და დასვენების აუცილებლობაზე

1793856202
რამაზ გიგაური

ცნობილი ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ მუდმივ წნეხსა და „გაჩერების შიშზე“ წერს.

ასტროლოგის განმარტებით, როდესაც წარმატების დევნისა და პერფექციონიზმის ფონზე დასვენება დანაშაულად იქცევა, ადამიანები იკაროსის მითის მსგავსად ზომიერების განცდას კარგავენ, რაც საბოლოოდ პროფესიულ და ემოციურ „გადაწვას“ - ანუ დამწვარ ფრთებს იწვევს.

„თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ ან სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ წარმატებული ადამიანები, მოტივაციური სპიკერები თუ ტრენერები ყოველდღიურად გვასწავლიან: „არ გაჩერდე!“, „შენ მეტი შეგიძლია!“, „გამოდი კომფორტის ზონიდან!“.

ამ უხილავი წნეხის ფონზე, დღესდღეობით გაჩერება და დასვენება ლამის ღალატად ან საერთოდ, დანაშაულად იქცა. თუ კვირა დღეს უბრალოდ ვისვენებთ და არაფერს ვაკეთებთ, შინაგანად დანაშაულის განცდა გვაწუხებს. გვგონია, რომ როცა ვისვენებთ, ვიღაც ჩვენზე წინ მიდის და გვისწრებს. ჩვენ, ნებსით თუ უნებლიეთ, მუდმივი წარმატების დევნისა და პერფექციონიზმის მსხვერპლი ვხდებით.

გავიხსენოთ იკაროსის ცნობილი მითი. ყველამ იცის, რომ ის მზესთან ზედმეტად ახლოს მიფრინდა, ცვილის ფრთები დაუდნა და ზღვაში ჩავარდა. რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი? იკაროსი იმიტომ კი არ ჩავარდა ზღვაში, რომ სუსტი იყო, არამედ იმიტომ, რომ სიმაღლე ვერ გაითვალისწინა.

ფრენის ეიფორიამ მას გონება დაუბინდა და ზომიერების, ანუ რეალობის განცდა დააკარგვინა. მას ეგონა, რომ რაც უფრო მაღლა ავიდოდა, მით უფრო დიდებული გახდებოდა. დღეს ჩვენი პროფესიული თუ ემოციური „გადაწვა“ ზუსტად იკაროსის დამწვარი ფრთებია“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გამოავლინეთ შემოქმედებითობა...“ - 5 ნოემბრის ენერგიები

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ნოემბერს საქართველოში

🎥 რამ გადააწყვეტინა ციცინო შურღაიას გასახდომი პრეპარატის გამოყენება?

✕