Digest Logo

„მზე კუროშია, იდეალური დროა შენი „ფინანსური ალგორითმის“ გადასაწერად“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

1777539114
ქეთი ოდიშელი

მზის ტრანზიტი კუროში — ასტროლოგიური პერიოდი, რომელიც სტაბილურობას, ფინანსურ საკითხებზე ფოკუსსა და ემოციურ სიმშვიდეს უკავშირდება — უკვე დაიწყო.

ახალი ციკლი ადამიანებს მოუწოდებს, მეტი ყურადღება დაუთმონ მატერიალურ კეთილდღეობას, კომფორტსა და პირად ღირებულებებს.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს, სადაც კუროს ზოდიაქოს ნიშანზე საინტერესო ამბებს ჰყვება:

„♉ ვაგრძელებთ კუროს ზოდიაქოს ნიშნის შესახებ მითოლოგიურ მოგზაურობას... როგორც უკვე აღვნიშნეთ კურო პირდაპირ კავშირშია მატერიალურ ფასეულობებზე და მასთან დაკავშირებულ თემებზე.

❓ ჩაკეტილი ხარ საკუთარი შიშების ლაბირინთში? დროა, დაინახო კუროს ჩრდილოვანი მხარე.

🌑 კუროს პოტენციალზე და მისი ფსიქოტიპის თავისებურებებზე კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ არსებობს მითოლოგიური ვერსია, რომელიც მის უარყოფით თვისებებს ხატოვნად წარმოაჩენს. ეს არის მითი მინოტავრის, სასტიკი და გაუმაძღარი ურჩხულის შესახებ.

🌑 მინოტავრი ჩაკეტილია საკუთარი ჯიუტი, ეგოისტური, სურვილებისა და შიშების ლაბირინთში. მას არ სურს ბარიერების გახსნა და რეალობისთვის თვალის გასწორება. ეს მითი არის მკაფიო გაფრთხილება მესაკუთრეობისა და სიჯიუტის შესახებ.

✋​კიდევ ერთი ანალოგია შუმერულ ეპოსში გვხვდება, ენკიდუს სახით. მასში კარგად ვლინდება კუროსეული მესაკუთრეობა და ძლიერი მგრძნობელობა. ​

💰 მაშ ასე! კუროს ენერგია პირდაპირ კავშირშია მატერიალურ რესურსებთან. ​თუ გრძნობ, რომ მინოტავრის მსგავსად, შენც ფინანსური ბლოკების ლაბირინთში ხარ ჩაკეტილი, მზე კუროშია, იდეალური დროა შენი „ფინანსური ალგორითმის“ გადასაწერად“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რა არის „ბელტეინი“ ანუ „ხორბლის დღე“ - რიტუალები და რჩევები თამუნა იოსელიანისგან

⭕ „შენ თაფლს ანადგურებ ისე, რომ არც კი იცი“ - რას წერს არუნ ხათრი

⭕„სიცოცხლე იწყება მაშინ, როცა სიყვარულს იწყებ“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე