Digest Logo

მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა: როდესაც კაცობრიობას დაუდგება „ოქროს ხანა“ დედამიწას დაბრუნდებიან თემიდა და მისი ქალიშვილი ასტრეა

1790233681
ქეთი ოდიშელი

მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა:

სასწორი მეშვიდე ასტროლოგიური ნიშანია. ის არის ერთადერთი ნიშანი 12 ზოდიაქოს ნიშანთაგან {საგანი}, რომელიც არ წარმოადგენს არც ადამიანს, არც ცხოველს.

⚖️ სასწორი წარმოადგენს ბალანსის, სამართლიანობისა და ჰარმონიის სიმბოლოს.

✋ ეგვიპტურ მითოლოგიაში სამართლიანობის სიმბოლოს, სასწორს ფლობდა ღმერთი ანუბისი (სულთა წინამძღოლი). მას ჰქონდა ტურას თავი, ის ანაწილებდა გარდაცვლილთა სულებს მიწისქვეშეთის სამეფოში და აკონტროლებდა მათ (თავიანთი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვინც რა დაიმსახურა იმას იღებდა).

აღმოჩენილია ჩვ.წ. დაახლოებით 1 500 წლის წინანდელი ანისის პაპირუსი, რომელზედაც ასახულია სასამართლოს სცენა - ანუბისი დგას დიდ სასწორთან, რომლითაც წონიან გარდაცვლილის გულს.

👉 ერთ პინაზე მოთავსებულია გული, მეორეზე ჭეშმარიტება, რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენდა ბუმბული. ამ სურათზე პინები გათანაბრებულია. ეგვიპტელებს სჯეროდათ,რომ ადამიანს აქვს უფლება მეორე სიცოცხლის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის გული (იგივე სული) და ჭეშმარიტება-ბუმბული წონასწორობაშია.

👉 სამართლიანობის სიმბოლო - თვალახვეული ქალი სასწორით ხელში ამბობს: ყველა მიიღებს დამსახურებისამებრ!

👉 ბერძნულ მითოლოგიაში სამართლიანობის ქალღმერთი იყო თემიდა (Astraea-ს დედა). თემიდა და ასტრეა (უმანკოების სიმბოლო), ცაზე წარმოდგენილი არიან სასწორის და ქალწულის თანავარსკვლავედით.

ლეგენდის თანახმად, როდესაც კაცობრიობას (ან მის ერთერთ რასას) დაუდგება „ოქროს ხანა“(ღმერთების და ადამიანების ჰარმონიული თანაცხვოვრება) დედამიწას დაბრუნდებიან თემიდა და მისი ქალიშვილი ასტრეა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შვილებს ზრდიან ნარცისი მშობლები: ერთ შვილს ეუბნებიან, „ჩემი იმედი ხარ, შენ მაინც არ გამიცრუო იმედი“- მარინა კაჭარავას განმარტება

რა სახის ქმედებებს უნდა მიმართონ ზოდიაქოს ნიშნებმა დეპრესიისა და ცუდი განწყობის დროს

„არახელსაყრელია მოგზაურობა, სწავლის, მშენებლობის დაწყება, ქორწილი“ - 24 სექტემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით