მზისა და ურანის შეერთება ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ და ელექტრულ ენერგიას ატარებს. ეს ტრანზიტი ხშირად ასოცირდება უეცარ ცვლილებებთან, მოულოდნელ აღმოჩენებთან და თავისუფლების ძლიერ სურვილთან — თითქოს ცხოვრება ერთ წამში ახალ მიმართულებას იძენს.
როდესაც მზე, როგორც იდენტობისა და შინაგანი „მე“-ს სიმბოლო, უერთდება ურანს — რევოლუციისა და სიახლის პლანეტას — ადამიანები უფრო თამამად არღვევენ ჩარჩოებს, იღებენ რისკებს და იწყებენ იმ ცვლილებებს, რომლებიც დიდი ხანია სჭირდებოდათ.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ნინა ხომერიკი გვიზიარებს და ზოდიაქოს ნიშნებს ურჩევს რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ ტრანზიტს:
„მინდა თავისუფლება და სხვაგვარად ცხოვრება
22 მაისს, საქართველოს დროით 18:26 საათზე, მოხდება მზის და ურანის პირველი შეერთება ახალ ზოდიაქოს ნიშანში ტყუპებში, რაც ახალი რეალობის დაბადების ტოლფასია და იმ მოვლენების კატალიზატორი, რომელიც 2033 წლამდე გაგრძელდება, ანუ, სანამ ურანი არ დატოვებს ამ ზოდიაქოს ნიშანს. თანამედროვე ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, რომელიც იყენებს ებრაულ სიმბოლიკას, ამ დღეს შემოქმედსა და ადამიანებს შორის მოხდა შეთანხმება და ამიტომ ითვლება განსაკუთრებულად, რადგან: მზე: ებრაულ ტრადიციაში ასოცირდება შემოქმედთან, ცნობიერებასთან, სინათლესთან და ღვთაებრივ ნებასთან, ხოლო ურანი: მოულოდნელი ცვლილებების, განათების, უმაღლესი გონებისა და ტრადიციული ჩარჩოების მსხვრევის სიმბოლოა.
შესაბამისად, მზისა და ურანის შეერთება შეიძლება განიმარტოს, როგორც:
1. ღვთაებრივი გამოცხადება: მოულოდნელი სულიერი გაცისკროვნება, როდესაც უმაღლესი გონება (ურანი) ერწყმის სულს (მზე);
2. რადიკალური ცვლილება: ძველი სტრუქტურების მსხვრევა და ახალი წესრიგის დამყარება;
3. ჭეშმარიტების ძიება: ტრადიციული აზროვნებიდან თავის დაღწევა და სამყაროს შეცნობის ახალი გზების პოვნა;
ურანი ფლობს შემოქმედებით ან დამანგრეველ ძალას, რომლის გარეშეც პროგრესი შეუძლებელია და ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ მოდის, რომ დაარღვიოს ჩვეული წესრიგი და შექმნას ქაოსი, რადგან მხოლოდ ქაოსს მოაქვს განვითარება და ეს ენერგია შეიძლება იყოს აღმშენებელი ან დამანგრეველი, ამ შემთხვევაში, მთავარია, როგორ გამოვიყენებთ და რა მიმართულებას მივცემთ ამ ენერგიას და 7 წელიწადში ერთხელ, როდესაც ხდება მზისა და ურანის შეერთება, გვეძლევა არჩევანი, როგორც პირად ასევე კოლექტიურ აზროვნებაში.
მზე ასეთ დროს ნათელს ჰფენს ჩვენს მიერ არჩეულ გზას ან აშიშვლებს ისეთ თემებს, რისი დანახვა და აღიარებაც კი არ გვინდა საკუთარ თავთან. ეს პერიოდი გააჩენს ახლის შექმნის უდიდეს სურვილს, თუმცა რა თქმა უნდა არ არსებობს არანაირი გარანტიები, რომ ეს სიახლე იქნება უკეთესი. მზისა და ურანის შეერთება ქმნის ნაპერწკალს, რაც პირველ რიგში აისახება უჩვეულო ატმოსფერულ მოვლენებზე, ანომალიებზე, ასეთ დროს მატულობს მზეზე აფეთქებები, მოსალოდნელია ამინდის ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებები.
მზის და ურანის შეერთება ტყუპებში ასტროლოგიურად ძალიან ძლიერი, არასტანდარტული და ინტელექტუალური კომბინაციაა. კლასიკურ ასტროლოგიაში მზე არის: მმართველის, მონარქის, სახელმწიფო ძალაუფლების სიმბოლო, ხოლო ურანი, მართავს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც ანარქიისა და ხელისუფლების ოპოზიციის სიმბოლოა. ასეთ დროს, შესაძლებელია მათი ერთი იდეის გარშემო გაერთიანება ან ძალიან დიდი განხეთქილების წარმოშობა. ეს შეერთება აუცილებლად მოიტანს დიდ საკადრო ცვლილებებს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და ასევე გამოჩნდებიან ახალი, არაფორმალური ლიდერებიც.
ზუსტად პირველი მზისა და ურანის შეერთება ყველაზე მეტად აისახება ჩვენს საქმეებზე, ამ პერიოდში გაკეთებული არჩევანი და გარემოებები, შემდეგი 6,5 წლის განმავლობაში იქნება აქტუალური.
ამ ასპექტის ქვეშ ერთიანდება: იდენტობა, თვითგამოხატვა, თავისუფლება, ორიგინალურობა, მოულოდნელობა, რევოლუციური აზროვნება, კომუნიკაცია, გონება, ინფორმაცია და მრავალფეროვნება.
ის გამოვლინდება ადამიანებში, როგორც:
* სწრაფი გონება;
* განსხვავებული ხედვები;
* ტრადიციული წესების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება;
* ინტერესების ხშირი ცვლილება;
* ძლიერი განვითარება ტექნოლოგიებში, მედიაში, სოციალურ ქსელებში, ახალ იდეებში;
* ინოვაციები;
* კრეატიული იდეები;
* დამოუკიდებელი აზროვნება;
* ადაპტაცია ცვლილებებთან;
* ტექნოლოგიური ან სასწავლო მიმართულების ცვლილებები;
* ცხოვრების სტილის სწრაფი გადატრიალება. მისი უარყოფითი მხარეებია:
* ნერვული გადაღლა;
* მოუსვენრობა;
* ერთ საქმეზე კონცენტრაციის სირთულე;
* მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება.
გასულ წლებში მზის და ურანის შეერთება მოხდა: 23.04.2019 / 04.04.2011 / 22.02.2004 / 29.01.1996, გაიხსენეთ რა სახის გადაწყვეტილებების ან ცვლილებების გატარება დაგჭირდათ ამ პერიოდებში და როგორი აისახა ეს ყველაფერი შემდეგ 6 წელზე. შემდეგი მიმართულება, რაზედაც ეს ასპექტი გავლენას იქონიებს უკავშირდება ჯანმრთელობას. პლანეტა ურანი პასუხისმგებელია გულ-სისხლძარღვთა და ნერვიულ სისტემაზე, სხვადასხვა გარემოებების ან გამაღიზიანებელი ფაქტორების დროს, ის ბადებს ადამიანებში უჩვეულო, სწრაფ და განსხვავებულ რეაქციებს. ტყუპები, სადაც ხდება შეერთება არის კუროს და კირჩხიბის ზოდიაქოს შორის მდგომი ნიშანი, კურო - ასოცირდება პირად რესურსებთან, ფინანსებთან, ფინანსურ რესურსებთან, ხოლო კირჩხიბი - ოჯახთან სახლთან და უსაფრთხო გარემოსთან, აქედან გამომდინარე, ეს შეერთება ბადებს ისეთ შეგრძნებებს, რომ ოჯახი შეიძლება არ იყოს ემოციური უსაფრთხოების წყარო, ოჯახური კავშირები არ იძლევა სიახლოვის გარანტიას, ფული, მატერიალური რესურსები და ქონება არ არის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი, ხოლო ნათესაური კავშირები არ უზრუნველყოფს სიახლოვეს და ფული სიმყარეს.
♈️ ვერძი:
ეს შეერთება ხდება თქვენს მე -3-ე ასტროველში და ქმნის დადებით ასპექტს თქვენს ნიშანთან.
ის მოგიტანთ: სწრაფ ცვლილებებს, ახალ იდეებს, ბევრ მოკლე სპონტანურ მოგზაურობებს, აქტიურობას, საინტერესო ნაცნობებს, თავისუფლების ძლიერ სურვილს, გაიზრდება თქვენი კონტაქტების რაოდენობა, სოციალური აქტიურობა, მოგეცემათ ახალი მიმართულებებისა და უნარების სწავლის შესაძლებლობა, აგრეთვე აქტუალური გახდება ონლაინ საქმიანობა, გაჩნდება ახალი პროფესიული იდეები. 2026–2033 წლებში ბევრი შეხედულება რადიკალურად შეიცვლება ძველი ცხოვრება და ინტერესები ახლით ჩანაცვლდება. გაჩნდება ახალი მიზნები და ინტერესები. ურანისა და მზის შეერთება ტყუპებში მოგიტანთ განსხვავებულ გამოცდილებას ურთიერთობებში, სწრაფად მოხდება თქვენი კონტაქტების დალაგება და კომუნიკაცია, იგრძნობთ ენერგიის მატებას, მოვა ბევრი კრეატიული იდეა და მეტად გაიზრდება თქვენი დამოუკიდებლობა.
⭕ უარყოფითი კუთხით მოსალოდნელია: ნერვიული გადაღლა, ეცადეთ არ წამოიწყოთ ერთდროულად რამდენიმე საქმე, გამოიჩინეთ მოთმინება და მიჰყევით გეგმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ემოციური ტურბულენტობა, კონფლიქტების ზრდა თქვენს უახლოეს გარემოცვასთან, დედმამისშვილებთან და ისეთი სახის ქაოსის შექმნა, რომელიც დალაგებაც დიდი ხნის განმავლობაში გაგიჭირდებათ. ეს ასპექტი განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისში დაბადებულ ვერძებზე.
♉️ კურო:
ეს შეერთება ხდება თქვენს მე -2-ე ასტროველში და ის დაკავშირებულია ღირებულებებთან, ფინანსებთან, თვითშეფასებასთან და ცხოვრების ახალი სტილის ჩამოყალიბებასთან. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო სხვაგვარად იფიქროთ ფინანსებზე და საკუთარ შესაძლებლობებზე. მოსალოდნელია თვითშეფასების ცვლილება, მოინდომებთ მეტ დამოუკიდებლობას, საკუთარი უნარებისა და ნიჭის სხვაგვარად გამოყენებას, უარყობთ ძველ შეზღუდვებს. ტყუპების ზოდიაქო, დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი კომუნიკაციები, გახდეთ უფრო აქტიური და მოძრავი, გაჩნდება ახალი იდეები, მნიშვნელოვანი გახდება დაეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს, აითვისოთ ახალი უნარები და გააქტიურდეთ სოციალური მიმართულებით.
კურო მიწის ზოდიაქოს ნიშანია და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა ყველგან და ყველაფერში, თუმცა, ეს ასპექტი გაგიჩენთ სურვილს იგრძნოთ მეტი თავისუფლება ურთიერთობებში, კომუნიკაციებში, უარყოთ არსებული კონტროლი და ერთფეროვნება, მიგიზიდავთ ახალი ტიპის და აზროვნების მქონე ადამიანები.
⭕ უარყოფით შემთხვევაში: მოსალოდნელია ნერვიული დაძაბულობა, არასტაბილურობის შეგრძნება, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა. ეცადეთ იყოთ მეთოდური და არ დაიწყოთ ერთდროულად რამდენიმე საქმე. ეს ასპექტი განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს იმ კუროებზე, ვისაც პირად რუკაში მნიშვნელოვანი პლანეტები ჰყავს კუროს ბოლო ან ტყუპების საწყის გრადუსებში.
♊️ ტყუპები:
მზის და ურანის შეერთება ტყუპებში, ხდება თქვენს პირველ სახლში, რომელიც დიდი და რევოლუციური ცვლილებების მომტანია თქვენს ცხოვრებაში. ეს ასპექტი ასოცირდება დიდ და მოულოდნელ ცვლილებებთან, ახალი იდეების, მიმართულებების არჩევასთან, გაჩნდება თავისუფლების უდიდესი სურვილი, იქნებით ძალიან აქტიური კომუნიკაციებში, მოექცევით ინფორმაციის ეპიცენტრში, საჭირო გახდება სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება „დღეს და ახლა“ პრინციპით.
მიხვდებით რა აღარ გინდათ გქონდეთ ან ვინ აღარ გსურთ გყავდეთ ცხოვრებაში, დასახავთ ახალ მიზნებს და აირჩევთ ახალ გზებს. გარდა ამისა შესაძლებელია რადიკალურად შეიცვალოს თქვენი იმიჯი, ჩაცმულობის და საუბრის მანერა, ასევე იზრუნებთ ცხოვრების სტილისა და რუტინის ცვლილებაზეც.
დაიწყებთ ახალ საქმეს, სწავლას, ჩაერთვებით ახალ პროექტებში და ონლაინ საქმიანობაში. დაასრულებთ დრომოჭმულ ურთიერთობებს და წამოხვალთ ტოქსიკური გარემოდან, პროგრესული იქნება თქვენი კომუნიკაციები ტექნოლოგიებთან, მედიასთან, სოციალურ ქსელებთან, მიაღწევთ ბევრ წარმატებას და ინოვაციებს.
⭕ უარყოფითი კუთხით მოსალოდნელია: გააქტიურდეს ნერვიული ფონი, უძილობა, გონებრივი გადაღლილობა ინფორმაციის სიჭარბის გამო, ქაოსი, დაუფიქრებელი ნაბიჯები, რაც გამოიწვევს უეცარ კონფლიქტებს და ემოციურ დისტანცირებას. ამ შემთხვევაში იდეალურად შეგეფერებათ ფრაზა: „იჩქარეთ დინჯად“!
ეს ტრანზიტი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც სურს „ძველი ვერსიის“ დატოვება და ახალი ცხოვრების ეტაპზე გადასვლა. ხშირად სწორედ ურანი გვაიძულებს გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, მაგრამ საბოლოოდ გვაჩვენებს უფრო სწორ გზას. ამ შეერთების გავლენას განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობენ ის ტყუპები ვისაც პირად ნიშანში ჰყავს : გარდა მზისა, მთვარე, მერკური, ვენერა და ა.შ.
♋️ კირჩხიბი:
ეს შეერთება ხდება თქვენს მე- 12-ე ასტროველში და უფრო შინაგან, ფსიქოლოგიურ და ემოციურ დონეზე იმოქმედებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სახლი ასოცირდება ქვეცნობიერთან, ფარულთან, საიდუმლოებებთან და განმარტოვებასთან მოსალოდნელია: დიდი გადაფასებები, მოულოდნელი შინაგანი გაცნობიერებები, ძველი ემოციური ტვირთისგან გათავისუფლება, თქვენთვის აქამდე უცნობი ფაქტების გაგება, იდეალურად იმუშავებს ინტუიცია, გაჩნდება განმარტოებისა და სიმშვიდის მოთხოვნილება. პირველ რიგში მოვა შინაგანი ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყება თქვენი რეალური ცვლილებები. ასეთი პერიოდი ცხოვრების ახალი ციკლის საწყისად ითვლება.
მზისა და ურანის შეერთებამ შეიძლება მოგიტანოთ: ადამიანებისგან დროებითი დისტანცირება, წარსულის გადაფასება და ძველი შიშების ან მიჯაჭვულობების დაძლევის შესაძლებლობა.
✅ პოზიტიურ ნაწილში მოსალოდნელია: ძლიერი შინაგანი თავისუფლება, ფსიქოლოგიური სიმშვიდის პოვნა, შემოქმედებითი შთაგონება და გაგიჩნდებათ სულიერი განვითარების სურვილი.
⭕ უარყოფითი კუთხით მოსალოდნელია: ემოციური არასტაბილურობა, გაურკვევლობის შეგრძნება, ნერვული დაძაბულობა და მარტოობის განცდა. იმ კირჩხიბებისთვის, ვისაც პირადი პლანეტები ჰყავს ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, ამ ტრანზიტს ბევრად უფრო დიდი გავლენა ექნება მათ აზროვნებაზე, ურთიერთობებზე და ცხოვრების მიმართულების ცვლილებაზე.
♌️ ლომი:
ეს შეერთება ხდება თქვენს მე- 11-ე ასტროველში, რაც ძალიან სოციალური, მოულოდნელი და დინამიკური ტრანზიტია. ეს სექტორი ასოცირდება თავისუფლებასთან, არჩევანთან, მეგობრებთან, კოლექტივთან, სამომავლო გეგმებთან და საზოგადოებრივ კავშირებთან. შესაძლებელია მოულოდნელად შეიცვალოს თქვენი სოციალური წრე, გამოჩნდნენ ახალი და საინტერესო ადამიანები, დაიწყოთ ახალი პროექტი გუნდთან ერთად, შეიცვალოს თქვენი მიზნები და მომავლის ხედვა, გაძლიერდეს თავისუფლების სურვილი მეგობრულ და სოციალურ ურთიერთობებში, ვინაიდან ურანს უყვარს სიახლეები და მოულოდნელობები, ამიტომ ეს შეიძლება იყოს პერიოდი, როცა: დასრულდება ძველი მეგობრობა, აღმოჩნდებით სრულიად ახალ გარემოში, გაგეხსნებათ ახალი შესაძლებლობები ინტერნეტის, მედიის, ტექნოლოგიების ან შემოქმედებითი სფეროს მეშვეობით;
✅ დადებითი კუთხით მოსალოდნელია: პოპულარობის ზრდა, ძლიერი შთაგონება, საინტერესო ნაცნობების გაჩენა, მომავლის ახალი იდეების დასახვა, თავისუფალი თვითგამოხატვა.
⭕ უარყოფითი კუთხით: არასტაბილური ურთიერთობები, მოულოდნელი დაშორებები, არსებული გეგმების სწრაფი ცვლილება, ნერვული დაძაბულობა და ფსიქოლოგიური გადატვირთვა. ეს ტრანზიტი დაგანახვებთ ვინ არის რეალურად თქვენი მეგობარი და რომელი მიზნები აღარ შეესაბამება თქვენს მომავალს. შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს თქვენი სოციალური მიმართულება, მაგრამ საბოლოოდ ეს უფრო სწორ და თავისუფალ გზაზე დაგაყენებთ.
♍️ ქალწული:
მზის რა ურანის შეერთება ხდება თქვენს მე -10-ე ასტროველში და ეს ასპექტი საკმაოდ აქტიური და გარდამტეხი ტრანზიტია, რადგან მე -10-ე სექტორი კარიერის, სტატუსისა და ცხოვრების მიმართულების სფეროს უკავშირდება. ასეთ ენერგიას ხშირად მოაქვს მოულოდნელ ცვლილებებს პროფესიულ ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაძლებელია მოხდეს: სამსახურში უეცარი ცვლილება, მოგეცემათ ახალი შესაძლებლობები ან გაგიკეთებენ მოულოდნელ შეთავაზებას, თქვენი მხრიდან მოხდება პროფესიის, მიზნების ან გეგმების გადახედვა, სამუშაო გარემოში გაგიჩნდებათ მეტი თავისუფლების შეგრძნების და საკუთარი თავის სრულიად ახალი კუთხით წარმოჩენის სურვილი.
შესაძლებელია მოულოდნელად გადაწყვიტოთ და დაიწყოთ ახალი საქმე, ჩაერთოთ საჯარო აქტივობაში, განვითარდეთ სოციალური მედიის ან ტექნოლოგიური მიმართულებით, დატოვოთ ძველი პროფესიული ჩარჩოები. ამ შეერთებას შეუძლია მოგცეთ ის ნაპერწკალი, რომელიც წარმოიქმნება ახალ, ძალიან მნიშვნელოვან იდეაში და აღმოჩენაში.
✅ დადებითი კუთხით მოსალოდნელია: კარიერული პროგრესი, ინოვაციური იდეების დაბადება, დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, საზოგადოებრივი აღიარება და ახალი საინტერესო კონტაქტების შეძენა.
⭕ უარყოფითი კუთხით მოსალოდნელია: არასტაბილურობა სამსახურში, დაძაბულობა და ურთიერთობების გაფუჭება უფროსებთან, გადაღლა, ნერვული ფონი და იმპულსური გადაწყვეტილებები. თქვენთვის ეს ტრანზიტი არის მინიშნება, რომ ძველი სისტემა უკვე ვეღარ მუშაობს და საჭიროა უფრო თავისუფალი, თანამედროვე და თქვენზე მორგებული გზის პოვნა.
♎️ სასწორი:
მზის და ურანის შეერთება ხდება თქვენს მე -9-ე ასტროველში და აკეთებს დადებით ასპექტს თქვენს ნიშანთან, რაც საკმაოდ დინამიკური და მოულოდნელი შესაძლებლობების მომცემ პერიოდს გაძლევთ. ტყუპები ისევე, როგორც სასწორი ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია და ძალიან კარგად მეგობრობს თქვენთან, ამიტომ, ეს ტრანზიტი მოგიტანთ მეტ აქტიურობას, იმუშავებს ახალი იდეების მოზიდვაზე და ცხოვრების რიტმის შეცვლაზე.
განსაკუთრებით გაააქტიურებს უცხოეთთან კავშირებს, მოგზაურობას, ვისაც სურვილი აქვს იდეალურია დაგეგმოთ სწავლა და ახალი ცოდნის მიღება უცხოეთში, თუნდაც ამისთვის შეძლებთ გამოიყენოთ ონლაინ სივრცე, სოციალური ქსელები, ეს პერიოდი დაგეხმარებათ მსოფლმხედველობის ცვლილებაში, კარიერული კუთხით ახალი მიმართულების არჩევაში, პირად ცხოვრებაში მოგიტანთ მოულოდნელ შეხვედრებსა და კონტაქტებს. ურანს ყოველთვის მოაქვს „უცაბედი გაღვიძების” ეფექტი, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლებელია უეცრად მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაზედაც ადრე დიდხანს ფიქრობდით.
✅ რა დადებითი ტენდენციები მოაქვს თქვენთვის ამ ასპექტს:
• მოულოდნელად მოსული შანსები მოგზაურობის, უცხოეთში სწავლის, მუშაობის და განვითარების მხრივ;
• მსოფლმხედველობისა და აზროვნების ცვლილებას ახალი ადამიანების დახმარებით;
• გაგიჩენთ ინტერესს ტექნოლოგიების, მედიის ან კრეატიული სფეროს მიმართ;
• შეძლებთ გათავისუფლდეთ ყოველდღიური რუტინისგან;
• გაჩნდება თავისუფლების ძლიერი მოთხოვნილება ურთიერთობებში.
თუ პირადად თქვენს რუკაში ჰაერის ნიშნები: ტყუპები, სასწორი და მერწყული დატვირთულია პლანეტებით, მაშინ ამ ასპექტის ეფექტი, კიდევ უფრო ძლიერი იქნება.
⭕ უარყოფითი ტენდენციები: შეიძლება გქონდეთ ნერვული დაძაბულობა, მოუთმენლობა, გეგმების უეცარი ცვლილება ან არასტაბილური ემოციები ურთიერთობებში. ამ პერიოდში, აუცილებელია გამოიმუშაოთ სიახლეების მიმღებლობა და სპონტანურ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
♏️ მორიელი:
მზისა და ურანის შეერთება ხდება თქვენს მე- 8-ე ასტროველში, რაც ყველა მოულოდნელ და ტრანსფორმაციულ ურანისეულ ციკლთან ასოცირდება და განსაკუთრებით აისახება, ურთიერთობებზე, ფინანსებზე, ფსიქოლოგიაზე და კონტროლის თემებზე. ცვლილებები და ახალი გამოცდილების მიღება გელით: საერთო პარტნიორის ან ოჯახის შემოსავლებთან და ფინანსებთან, ვალებთან, კრედიტებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ასევე იცვლება თქვენი პარტნიორის რესურსები, ინტიმური და ღრმა ემოციური კავშირები, შესაძლებელია მოულოდნელად წავიდეს ძველი შიშები და მოხდეს შინაგანი ტრანსფორმაცია, შეიცვალოს ყველა სახის ურთიერთობის დინამიკა, გაიგოთ აქამდე თქვენთვის უცნობი ინფორმაციები, დასრულდეს ემოციურად დამღლელი ეტაპი, ან პირიქით — დაიწყოს ძალიან ინტენსიური კავშირი.
ურანს ყოველთვის თავისუფლება და მოულოდნელობები მოაქვს, მზე კი ამ ყველაფერს აშკარას და ხილულს ხდის. ამიტომ მორიელებისთვის, ეს ტრანზიტი ხშირად მოქმედებს როგორც: „სიმართლის ეტაპი“ — როცა რაღაცის იგნორირება უკვე შეუძლებელია.
✅ ამ ასპექტის დადებითი მხარეებია: ძლიერი ინტუიცია, ფსიქოლოგიური გათავისუფლება, ახალი იდეები ფინანსურ საკითხებში, ტოქსიკური დამოკიდებულებებიდან გამოსვლა.
⭕ ამ ასპექტის რთული მხარეებია: ნერვული დაძაბულობა, კონტროლის დაკარგვის შიში, მოულოდნელი კამათი ან დისტანცია ურთიერთობაში. თუ თქვენს პირად რუკაში დატვირთულია პლანეტებით ტყუპების, მერწყულის ან კუროს ზოდიაქოს ნიშნები, ამ ტრანზიტს უფრო ძლიერად იგრძნობთ.
♐️ მშვილდოსანი:
მზისა და ურანის შეერთება ხდება თქვენს მე- 7-ე ასტროველში რაც ძალიან დინამიკური და მოულოდნელი ენერგიების მომტანი იქნება, რადგან ტყუპები თქვენი ოპოზიციური ნიშანია და ურთიერთობების, პარტნიორობისა და ადამიანებთან კავშირის თემებს ეხება.
იქიდან გამომდინარე, რომ მე -7-ე ასტროლოგიურ სახლში ხდება ეს შეერთება თქვენთვის შესაძლებელია მოგიტანოთ მოულოდნელი ცვლილებები ურთიერთობებში — უეცრად შეიცვალოს ვინმეს მიმართ განწყობა, გამოჩნდეს ახალი ადამიანი და დასრულდეს ძველი ეტაპი, გაგიჩნდებათ თავისუფლების ძლიერი სურვილი — მოგინდეთ მეტი სივრცე, ახალი გამოცდილება და არსებული ერთფეროვნებიდან გამოსვლა, მოგინდებათ იყოთ გულახდილი თქვენი პარტნიორის მიმართ და თქვით ის სიმართლე, რაც აქამდე არ გითქვემთ, ვინაიდან ტყუპების ენერგია და მისი მმართველი პლანეტა მერკური, ასოცირდება კომუნიკაციებთან, ამიტომ შესაძლებელია წამოიჭრას ისეთი სახის თემები, რაც ადრე იყო დაფარული. გაგიჩნდებათ ახალი იდეები და გეგმები სწავლასთან, მოგზაურობასთან, სოციალურ ქსელებთან ან ონლაინ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე მოსალოდნელია ნერვული ფონის გააქტიურება, რასაც მოგიტანთ ერთდროულად ბევრი ფიქრი და დიდი ინფორმაციის ნაკადი.
მშვილდოსნებისთვის ეს ტრანზიტი ხშირად „გამოფხიზლებას“ ჰგავს — თითქოს რაღაც უცებ გაჩვენებთ, სად გჭირდებათ მეტი თავისუფლება და ავთენტურობა. თუ თქვენს პირად რუკაში მნიშვნელოვანი პლანეტებით დატვირთულია: ტყუპები, მშვილდოსანი, ქალწული ან თევზები, მაშინ ამ ასპექტის გავლენას უფრო ძლიერად იგრძნობთ.
❤️სასიყვარულო თემებში და პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია:
• მოულოდნელი ნაცნობობა;
• სწრაფი ქიმია;
• ან არსებული ურთიერთობის ფორმატის შეცვლის სურვილი.
📄კარიერულ ნაწილში მოგიტანთ: ახალ შეთავაზებებს, ტექნოლოგიური ან ონლაინ მიმართულებით ცვლილებას, ან თქვენს საქმიანობასთან და მიიღებთ მოულოდნელ გადაწყვეტილებებს.
ეს ტრანზიტი ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როცა ზედმეტად არ ეჭიდებით ძველ ჩარჩოებს და სწრაფად ადაპტირდებით ცვლილებებთან.
♑️ თხის რქა:
მზის და ურანის შეერთება ხდება თქვენს მე- 6-ე ასტროველში, რაც რიტმის ცვლილებებისა და ყოველდღიური ცხოვრების გადალაგების პერიოდია. მე- 6-ე სახლი რუტინის, ჯანმრთელობისა და ყოველდღიური პასუხისმგებლობების სფეროს ეხება, ამიტომ მთავარი ცვლილება სწორედ ამ მიმართულებით არის მოსალოდნელი, მაგალითად გაჩნდება: ყოველდღიური რეჟიმის შეცვლის სურვილი, აღარ მოგინდებათ და დამღლელი გახდება თქვენთვის ძველი გრაფიკით ან ვალდებულებებით ცხოვრება, გელოდებათ მოულოდნელი სიახლეები სამსახურის ან განათლების მიმართულებით, რაც შეიძლება იყოს ახალი პროექტები, ტექნოლოგიები ან პასუხისმგებლობები.
ტყუპების ენერგია აჩქარებს ინფორმაციების გაცვლას, რასაც მოაქვს სწრაფი აზროვნება და ბევრი მიმართულებით ერთდროულად ჩაბმა, გაგიჩნდებათ მეტი დამოუკიდებლობის მოთხოვნილება, რაც გამოიწვევს პროტესტს ზედმეტი კონტროლის ან მკაცრი წესების მიმართ, ასევე საყურადღებოა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, თქვენმა ორგანიზმი შეიძლება მოგცეთ მინიშნება, რომ გჭირდებათ დასვენება და ენერგიის ბალანსი. ის თხის რქები, ვინც აფასებს სტაბილურობას, ურანის ენერგიას მოულოდნელობის ეფექტით იმუშავებს და დაგანახებთ, თქვენ ცხოვრებაში, რომელი მიმართულება აღარ მუშაობს ძველი ფორმატით.
პირადი ურთიერთობების სფეროში მოსალოდნელია გაგიჩნდეთ მეტი თავისუფლების მოთხოვნილება, ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს იქნება ახალი და მოულოდნელი ურთიერთობის დაწყების ეტაპი, კარიერისა და განათლების კუთხით, კარგი პერიოდია ახალი უნარების ასათვისებლად, ტექნოლოგიურ ან მედია სფეროებთან დასაკავშირებლად, განსხვავებული იდეების გამოსაცდელად. ეს ტრანზიტი სწორ შედეგებს მოგიტანთ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებებსა და სიახლეებს აღიქვამთ არა როგორც საფრთხედ არამედ, მათში თქვენი ცხოვრების განახლების შესაძლებლობას დაინახავთ.
♒️ მერწყული:
მზისა და ურანის შეერთება ხდება თქვენს მე- 5-ე ასტროველში, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დადებითი და „გამომაფხიზლებელი“ ტრანზიტია, რადგან ურანი მერწყულის მმართველ პლანეტადაც ითვლება და ასეთ ტრანზიტს, ხშირად მოაქვს მოულოდნელი იდეები, თავისუფლების ძლიერი სურვილი და ცხოვრების მიმართულების სწრაფი ცვლილება. ეს ასპექტი განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს: კომუნიკაციებზე, განვითარებაზე, სწავლაზე და ახალი ინფორმაციის მიღებაზე, სოციალური წრის გაფართოებაზე, მეტ ადგილს დაიკავებს ტექნოლოგიები და ონლაინ სივრცე თქვენს საქმიანობაში, გაიზრდება მოგზაურობებისა და გადაადგილებების სიხშირე, ასევე მოსალოდნელია ბევრი სპონტანურად მიღებული პირადი გადაწყვეტილებებიც. თქვენი აზროვნება გადავა უფრო სწრაფ რეჟიმზე, გაჩნდება ახალი გეგმები, მიზნები, შთაგონება და ინოვაციები, მოინდომებთ ძველი შეზღუდვებისგან გათავისუფლებას, შეიცვლება თქვენი ურთიერთობები და დამოკიდებულებები ადამიანების მიმართ, ასევე გელოდებათ უეცარი შეხვედრები ან მნიშვნელოვანი საუბრები. ამ პერიოდში აუცილებელია დაიცვათ ძილის რეჟიმი, არ გადაიტვირთოთ თავი ზედმეტი ინფორმაციებით და ნებისმიერი სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში გადაამოწმოთ მისი სისწორე.
✅ამ ასპექტის დადებითი მხარეებია:
• ახალი შესაძლებლობები;
• კრეატიული აზროვნება;
• წარმატების მიღწევა ტექნოლოგიურ და ონლაინ სფეროში;
• საინტერესო ნაცნობები, ახალი სახეები; ამ ასპექტის რთული მხარეებია:
• მოულოდნელი კონფლიქტები;
• მოუთმენლობა;
• გეგმების უეცარი ცვლილება;
• ემოციური დისტანციურობა.
♓️ თევზები:
მზის და ურანის შეერთება ხდება თქვენს მე- 4-ე ასტროველში, რაც ძალიან დადებითი დინამიკის მომცემი ტრანზიტია თქვენთვის, რადგან თევზები უფრო ემოციური და ინტუიციური ნიშანია, ხოლო ტყუპების ენერგია სწრაფი, მოაზროვნე და ცვალებადია, ამიტომ ამ პერიოდში შეიძლება იგრძნოთ, რომ ცხოვრება უცებ აჩქარდა. ვინაიდან ეს შეერთება ხდება მე - 4-ე ასტროლოგიურ სახლში მოსალოდნელია დიდი და სპონტანური ცვლილებები: ოჯახში, მაგალითად ახალი წევრის შეძენა, ან პირიქით ვინმემ შესაძლოა გადაწყვიტოს ემიგრირება, ლოკაციის ცვლილება, გადასხვაფერდეს ურთიერთობები და როლები ოჯახის წევრებს შორის, ასევე სახლის ან საცხოვრებელ გარემოს ცვლილება, რემონტის ან მშენებლობის წამოწყება, ახლის შეძენა, მოხდება ბევრის რამის გადაფასება, იგრძნობთ ემოციურ სტაბილურობას, მოულოდნელად მოგინდებათ არსებული გარემოს შეცვლა, დაგეგმავთ სამომავლო ემიგრაციის თემებს, ასევე მოსალოდნელია მოულოდნელად წარსულიდან „ამოტივტივდეს“ რაღაც საკითხები, გაგიჩნდებათ მეტი დამოუკიდებლობის მიღების სურვილი.
თევზებისთვის ეს ტრანზიტი აძლიერებს ინტუიციასა, მაგრამ თან ამავდროულად ქმნის ნერვულ ფონს, რაც შეიძლება ერთდროულად ბევრი ფიქრსა და ემოციური რყევებში გამოიხატოს.
✅ ამ ასპექტის დადებითი მხარეებია:
• შინაგანი ტრანსფორმაცია;
• ახალი ხედვისა და იდეების გაჩენა;
• ძველი ემოციური ტვირთისგან გათავისუფლება;
• ოჯახური ურთიერთობების დალაგება;
• კრეატიული შთაგონება. ამ ასპექტის რთული მხარეებია:
• არასტაბილურობის განცდა;
• მოულოდნელი ცვლილებები სახლში ან ურთიერთობებში;
• გაფანტულობა;
• ემოციური გადაღლა.
ამ პერიოდში კარგი იქნება მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და არ მიიღოთ სპონტანური გადაწყვეტილებები, გაანახლოთ თქვენი საცხოვრებელი სივრცე, დაალაგეთ მოიცილეთ არასაჭირო და უსარგებლო, ძველი ნივთები, მოერიდეთ ხალხმრავლობას, ხმაურს და ზედმეტი ინფორმაციების მიღებას.
ეს არის ზოგადი ინფორმაცია ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის, ინდივიდუალური პროგნოზისთვის საჭიროა ინახოს თქვენს პირად რუკაში, რომელ სახლში მოხდება და რა ასპექტებს შექმნის ეს შეერთება. ყველას გისურვებთ წარმატებას!“, - წერს ნინა ხომერიკი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ უსაფრთხო რუჯი: როგორ მივიღოთ მზისფერი კანი ჯანმრთელობის რისკების გარეშე
⭕„ჰგავხარ თუ არა ქრისტეს, დააკვირდი როგორი ურთიერთობა გაქვს ადამიანებთან“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ ფესვები, რომლებიც გვქმნის: როგორ მართავს საგვარეულო ჩვენს ცხოვრებას - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი