მზის პორტალი: ცეცხლის მაგია და ზოდიაქოს ქვების საიდუმლო - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი პოსტს აქვეყნებს:
„23 ივნისის ღამეს იხსნება წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოსმოსური პორტალი. ეს არის იდეალური მომენტი კოცონის წინაპართა ენერგიასთან და დედამიწის მინერალების ძალასთან დასაკავშირებლად - წმინდა ცეცხლთან, რომელიც ანადგურებს ძველს და ანათებს ჩვენს ახალ გზებს.
თუ გაქვთ შესაძლებლობა, დაანთოთ კოცონი ღია ცის ქვეშ, ან თუ გირჩევნიათ მისი ძალა სახლის სიმყუდროვეში იგრძნოთ, ეს ღამე განკუთვნილია მადლიერებით გაშვებისა და სუფთა სულით მიღებისთვის.
🔮 ნაბიჯი
1: შეარჩიე შენი ქვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რიტუალის დაწყებამდე მოამზადე ქვები, რომლებიც დაგეხმარება პორტალის ენერგიის მიღებაში.
შეარჩიე მინერალი შენი სტიქიის მიხედვით:
* 🔥 ცეცხლის ნიშნები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი):
* ქვა: ვეფხვის თვალი ან სერდოლიკი .
* ძალა: აძლიერებს შინაგან მოტივაციას, ვნებას და იზიდავს წარმატებას.
* მიწის ნიშნები (კურო, ქალწული, თხის რქა):
* ქვა: მალაქიტი ან მწვანე ავანტიურინი.
* ძალა: ხელს უწყობს მატერიალურ სტაბილურობას და ფინანსურ ბარაქას.
* ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი, მერწყული):
* ქვა: ამეთვისტო ან ლაპის ლაზური.
* ძალა: წმენდს გონებას ნეგატიური ფიქრებისგან და აძლიერებს ინტუიციას.
* წყლის ნიშნები (კირჩხიბი, მორიელი, თევზები):
* ქვა: მთვარის ქვა ან ლაბრადორიტი.
* ძალა: იცავს ემოციურ სფეროს და ეხმარება ძველი წყენების გაშვებაში. უნივერსალური დამცავი ქვები ყველასთვის: შავი ტურმალინი (ნეგატივის შთანთქმისთვის) და მთის ბროლი (სურვილების გასაძლიერებლად). მოათავსე ეს ქვები შენს სიახლოვეს.
🕯️ ნაბიჯი 2:
კოცონის ცეცხლი (ღია ცის ქვეშ ან სახლში)
* ღია ცის ქვეშ: ტრადიციის მიხედვით, აურის სრულად გასაწმენდად და იღბლის მოსაზიდად ცეცხლს ან ნაკვერჩხლებს კენტჯერ (7-ჯერ ან 9-ჯერ) უნდა გადაახტე. (ამ დროს შავი ტურმალინი ჯიბეში გედოს, რათა მან მთელი ნეგატივი შეიწოვოს).
* სახლის პირობებში: გამოიყენე თიხის თასი ან ცეცხლგამძლე ჭურჭელი. მასში ნახშირის ნატეხთან ერთად დაწვით დაფნის, ფოტას (რუდას) ან როზმარინის მშრალი ფოთლები. უსაფრთხო დისტანციიდან ხელები ამ წმინდა კვამლზე გადაატარე.
📝 ნაბიჯი 3: ორი ფურცლის რიტუალი
* ფურცელი 1 — რასაც უშვებ: დაწერე ყველაფერი, რისი უკან ჩამოტოვებაც გსურს (ტკივილი, ბლოკები, ვალები, შიშები). ჩააგდე ეს ფურცელი პირდაპირ კოცონის ან თასის ალში. წარმოიდგინე, როგორ შთანთქავს ცეცხლი წარსულს და თქვი: „ვუშვებ, ვათავისუფლებ და მადლობას ვუხდი გაკვეთილისთვის. ეს ციკლი დასრულებულია“.
* ფურცელი 2 — რაც იხსნება: მეორე ფურცელზე დაწერე შენი მიზნები და სურვილები მომავალი თვეებისთვის აწმყო დროში (მაგ: „სიყვარულით ვიღებ ბარაქასა და მშვიდობას ჩემს ცხოვრებაში“). ეს ფურცელი კვამლს ზემოდან გადაატარე ისე, რომ არ დაწვათ
💎 ნაბიჯი 4: ქვების დამუხტვა და დასრულება რიტუალის ბოლოს, სურვილების ფურცელთან ერთად დადე შენი შერჩეული ქვები. დატოვე ისინი ასე მთელი ღამის განმავლობაში, რათა პორტალის ძლიერი ენერგიით დაიმუხტონ. შეინახე ფურცელი და ქვები შენს პირად სივრცეში. მომდევნო დღეს კოცონის ან თასის ნაცარი მიაბარე მიწას (ყვავილის ქოთანში ან ბაღში), რათა ახალმა აყვავება დაიწყოს.
🧼 რიტუალის შემდეგ: როგორ გავწმინდოთ ქვები? ვინაიდან ქვებმა რიტუალის დროს დიდი ენერგია გაატარეს, აუცილებელია მათი ენერგეტიკული გაწმენდა:
1. გამდინარე წყალი: გარეცხე ქვები რამდენიმე წუთით გამდინარე წყალში (გამონაკლისია სელენიტი და მალაქიტი, რომლებსაც წყალი აზიანებს).
2. მარილით გაწმენდა: მოათავსე ქვები მშრალ ზღვის მარილზე რამდენიმე საათით. მარილი სრულად შეიწოვს დარჩენილ ნეგატივს.
3. მთვარის შუქი: დატოვე ქვები ფანჯრის რაფაზე სავსე მთვარის ან მზის პირველ შუქზე, რათა მათ პირვანდელი ჰარმონიული ვიბრაცია დაიბრუნონ“, - თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სასიყვარულო ურთიერთობებისთვის შესანიშნავი დროა“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან
⭕ ავარია სოფელ შავშებთან - დაიღუპა ერთი ადამიანი
⭕ „სიყვარულით გაკეთებულ პატარა ჟესტსაც დიდი ძალა აქვს“ - 22 ივნისის ენერგიები თაკო მელიქიშვილისგან