„22 ივნისი სურვილებისა და მომავლის შექმნის დღე“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი ქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა.
„დღევანდელი დღე იდეალურია ოცნებების, მიზნებისა და ახალი გეგმების დასაწერად. რაც გსურს, ქაღალდზე გადაიტანე ასე შენი განზრახვები უფრო ძლიერ ენერგიას იძენს.
იაქტიურე, იმოძრავე, იცეკვე მოძრაობა დღეს წარმატების მაგნიტია.
ჩაიწერე შენი სურვილები, ფინანსური მიზნები და სამომავლო გეგმები.
მოერიდე სხვისი პრობლემებით გადატვირთვას და საკუთარი ენერგია შენს მომავალს მოახმარე.
თუ დედა გყავს, უთხარი თბილი სიტყვა ან დაურეკე - სიყვარულით გაკეთებულ პატარა ჟესტსაც დიდი ძალა აქვს.
დღეს დათესილი აზრები ხვალინდელი შედეგების საფუძველი ხდება. იოცნებე თამამად!“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სასოება არ გვარცხვენს რადგან ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ შიო III სამების ტაძარში აბიტურიენტებს 28 ივნისს დალოცავს
წყარო: www.facebook.com