Digest Logo

„ნაღდი ფული სულ უნდა ვიქონიოთ საფულეში, რადგან ფულმა უნდა მოიზიდოს ფული...“ - 2026 წლის მთავარ ტენდენციებზე თიკა ქოქაშვილის რჩევები

1764942294
თიკა ქოქაშვილი

ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი, „რადიო ფორტუნასთან“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ცეცხლოვანი ცხენის, 2026 წელის ენერგიებზე ისაუბრა და რეკომენდაციები გაგვიზიარა.

როგორც ქოქაშვილი აღნიშნავს, ცეცხლოვანი ცხენის წელი მსოფლიოს მასშტაბით, დიდ ცვლილებებს მოიტანს. სპეციალისტმა გვირჩია ასევე საფულის, ფერები, რომლებიც ამ წელს დაგვეხმარება ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვაში:

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ფულის ენერგია ჩვენდა სასიკეთოდ მოვმართოთ ცეცხლოვანი ცხენის წელიწადში?

თიკა ქოქაშვილი: დღეს, როდესაც თითქმის ყველაფერი ელექტრონული გახდა, ადამიანებმა ხმარებიდან ამოიღეს საფულეები, რაც არასწორია ელექტრონული ფული არ არის ჩვენი ენერგიის მატარებელი, ჩვენ მას მოვიხმართ, მაგრამ კონტროლს ვკარგავთ საკუთარ ფინანსებზე. „ცოცხალი“, ანუ ნაღდი ფული, გარკვეული რაოდენობით მაინც, უნდა ვიქონიოთ საფულეშიც და შინაც, რათა ფინანსური ენერგია გავზარდოთ, ფულმა უნდა მოიზიდოს ფული. საფულეში ჩვენი ხელფასის 10%-იც რომ ჩავდოთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. პერიოდულად კარგა ნაღდი ფულის ხარჯვაც, გაცემა და მიღება, ფულის ენერგია სულ უნდა იმოძრაოს.

რაც შეეხება საფულის ფერთან დაკავშირებულ ტენდენციებს 2026 წლისთვის – ლურჯი, ცისფერი და წითელი საფულის გამოყენება ყველასთვის შესაძლებელია. სხვათა შორის, ფენ-შუის სპეციალისტები იშვიათად ვურჩევთ ხოლმე ადამიანებს ლურჯი ან ცისფერი საფულის გამოყენებას, იქიდან გამომდინარე რომ წყლის სტიქიას ენერგიის წაღება შეუძლია, მაგრამ 2026 წლის 17 თებერვლიდან, როდესაც რეალურად დადგება ახალი, ცეცხლოვანი ცხენის წელი, წყლის ენერგია, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება და ზუსტად ამიტომ იქნება 2026 წელს ძალიან კარგი წითელი ან ცისფერი, ლურჯი ფერის გამოყოფა.

– რადგან ვირტუალური ფული ვახსენეთ, ფენ-შუის სფეროს წარმომადგენლებს რა პროგნოზები გაქვთ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ასე აქტუალურია?

თიკა ქოქაშვილი: 2024 წელს, როდესაც გააქტიურდა ცეცხლის ენერგია (9-იანის პერიოდი, ტიგრამა ლი), ჯერ კიდევ მაშინ ფენ-შუის სპეციალისტებმა დავიწყეთ საუბარი, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა მიილეოდა. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, გამოთვლები, რომლებსაც ჩვენ ვნახულობთ, გვიდასტურებს, რომ კრიპტოვალუტა აღარ იქმნება ასეთი პოპულარული, როგორც დღესაა. საერთოდაც, სამყაროში ძალიან ბევრი რამ იცვლება, 2026-2027 წლებში ცვლილებების უმნიშვნელოვანეს პერიოდებს გავივლით და ვინც ამ ცვლილებებს აუწყობს ფეხს, 2028 წელს იგრძნობს სასიკეთო შედეგებს.

რა ცვლილებები გველის, გლობალურადაც და ჩვენი ქვეყნის ჭრილშიც, ფინანსური თვალსაზრისით?

თიკა ქოქაშვილი: ცხენი სისწრაფის სიმბოლოა, შესაბამისად, მას კარიერული ცვლილების აღმასვლა-დაღმასვლის დაჩქარება შეუძლია. ცეცხლოვანება იმპულსურობას ნიშნავს, ამიტომ დიდი იქნება შეცდომების დაშვების ალბათობა, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით.

საქართველოს ცეცხლოვანი ცხენის წელი მხოლოდ პატარ-პატარა ცვლილებებს მოუტანს. თუმცა აუცილებლად მოგვთხოვს პასუხს არასწორ საქციელებზე. უფრო მეტად ცვლილებას დავინახავთ მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად, ევროპის ნაწილში, სადაც არასასიამოვნო ეკონომიური პროცესები წარიმართება. გასაკვირ ცვლილებებს დავინახავთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში – ზოგან მკვეთრი დაღმასვლა იქნება, ზოგან კი, პირიქით, აღმასვლა. რაც მთავარია, ამ პერიოდში ფენიქსი იწყებს აღდგომას – ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლიანობა იზემებს, რთულმა საკითხებმა უნდა დაიწყოს დარეგულირება, ოღონდ ესეც 2 წლის განმავლობაში, 2026-2027 წლებში მოხდება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „2044 წლამდე პერიოდში, 35-დან 45 წლამდე ქალებს ძალიან გაუმართლებთ“ - ვისთვის და რომელი სფეროსთვის იქნება განსაკუთრებით წარმატებული 2026 წელი? ფენ-შუის სპეციალისტის რჩევები

⭕„გაღმა ნაპირზე შევხვდებით, ცაციკო...“ - სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

⭕„მოდის ვამპირიზმის ენერგია... იყავით ყურადღებით, ზოგი შეიძლება ჭკუიდან გადადგეს“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!

წყარო: fortuna.ge