Digest Logo

„ნალექების ინტენსივობა შემცირდება...“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

1785479266
ამინდი - ა,ინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც.

მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

„დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში იქნება 24-29 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 28-33 გრადუსის ფარგლებში.

დედაქალაქში ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება. ხვალიდან ნალექების ინტენსივობა შემცირდება, მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია აღინიშნოს მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი იმატებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში“,- განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინ არისო დიდი ბაბუო?“ - თამუნა ამონაშვილის ოჯახი კახიანების ოჯახს ესტუმრა

„4 წელი გავიდა ქორწინებიდან და ახლა ხუთნი ვართ, უსაზღვროდ მიყვარხართ“ - ლიზა ჩიჩუა

🎥 ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლის ცხოვრებაც ივლისის ბოლოდან კარდინალურად შეიცვლება - სოფია ბზეკალავას პროგნოზი