Digest Logo

„ეს ცხრილი უნდა ნახოს ყველამ, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე“ - რას წერს ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

1762239282
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც მუდამ ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ჯანმრთელი კვება არ იწყება დიეტით, არამედ ცნობიერებით:

„ეს ცხრილი უნდა ნახოს ყველამ, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

E-კოდები - როცა ეტიკეტი მეტს ამბობს, ვიდრე რეკლამა.

ცხრილი აჩვენებს, რამდენად უხილავად იჭრება დანამატები ჩვენს ყოველდღიურ მენიუში.

ზოგი მათგანი აზიანებს ნაწლავებს და კანს, ზოგი ნერვულ სისტემას და გულს.

ეს ინფორმაცია არ არის შიშისთვის. ეს არის ცოდნა, რომელიც გაძლევს ძალას აირჩიო შეგნებულად. როცა კითხულობ ეტიკეტებს, შენ უკვე იცავ საკუთარ თავსა და მათ, ვისაც უყვარხარ. ჯანმრთელი კვება არ იწყება დიეტით. ის იწყება ცნობიერებით.

საკვები დანამატის ტექნოლოგიური ფუნქცია:

საღებავი – გამოიყენება საკვები პროდუქტებისთვის ფერის მისაცემად;

კონსერვანტი – ზრდის პროდუქტის ვარგისობის ვადას;

ანტიოქსიდანტი – არეგულირებს მჟავიანობას, იცავს პროდუქტს გაფუჭებისგან;

სტაბილიზატორი – ინარჩუნებს პროდუქტის არსებულ შემადგენლობას;

ემულგატორი – ინარჩუნებს პროდუქტის განსაზღვრულ სტრუქტურას;

არომატიზატორი – აძლიერებს პროდუქტის გემოს და არომატს.

E-კოდების რეალური სახე:

1. ძალიან საშიში
2. საშიში
3. კანცეროგენული
4. აზიანებს კუჭს
5. იწვევს კანის დაავადებებს
6. აზიანებს ნაწლავებს და იმუნურ სისტემას
7. გულსა და სისხლძარღვებზე მოქმედებს
8. საშიში ბავშვებისთვის
9. აკრძალულია ბევრ ქვეყანაში
10. დაშვებული, მაგრამ საეჭვო“, - წერს ნატა გაგუა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მთავარი მიზანი არის, შექმნას მატერიალისტური, მექანიკური სამყაროს მოდელი, სადაც ადამიანი არის უბრალო ბიოლოგიური შემთხვევითობა“ - რას წერს ვატო მსხილაძე

„ზურგი იყო ყველასთვის, ვისაც შეიყვარებდა...“ - რას წერს ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე

„ენერგეტიკული ზეგავლენა საგრძნობი იქნება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში...“ - ნინა ხომერიკი 5 ნოემბრის სავსემთვარეობაზე