Digest Logo

„ნამწვი მიიტანეთ ახალგაზრდა ხესთან და ფრთხილად ჩაფლეთ ფესვებთან...“ - 14 იანვარს ჩასატარებელი ფულის მოსაზიდი რიტუალი

1768235966
პრაქტიკაპრაქტიკა

მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში  14 იანვარს ჩასატარებელ რიტუალს გვიზიარებს, რაც მისი თქმით, ფინანსების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

პრაქტიკის ჩასატარებლად დაგჭირდებათ მწვანე სანთელი, მცენარეული ზეთი და რეჰანის ფხვნილი:

„ძველით ახალი წლის პრაქტიკა🪢 💰💵:

ფულის მიღების რიტუალი რიტუალისთვის დაგჭირდებათ:

🕯️ მწვანე სანთელი (სასურველია ცვილის)

🌿 მცენარეული ზეთი (იდეალურია ხარისხიანი ზეითუნის, მაგრამ შეგიძლიათ მზესუმზირისაც გამოიყენოთ)

🌱 რეჰანის ფხვნილი (ხელმისაწვდომია თითქმის ყველა სუპერმარკეტში)

როგორ ჩატარდეს რიტუალი:

სანთელზე დაწერეთ თქვენი სახელი და ზუსტი თანხა, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ კონკრეტული მიზნისთვის (მნიშვნელოვანია, რომ თანხა იყოს რეალური და აუცილებელი). შემდეგ: წაუსვით სანთელს ზეთი გაავლეთ რეჰანის ფხვნილში აანთეთ სანთელი სანამ სანთელი იწვის, თქვით: „ფული მოდის, ფული იზრდება, ფული გზას პოულობს ჩემს ჯიბემდე!“.

რიტუალი განსაკუთრებით სწრაფად მუშაობს მაშინ, თუ მითითებული თანხა ნამდვილად საჭიროა ამ მომენტში.

🪵 სანთლის ნარჩენი (ნამწვი) მიიტანეთ ახალგაზრდა ხესთან და ფრთხილად ჩაფლეთ ფესვებთან ახლოს, ისე რომ არ დააზიანოთ.

💰 სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ იქვე რამდენიმე მონეტაც ჩაფლათ, როგორც მადლიერების ნიშანი“, - წერს თამუნა იოსელიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ყველაფერი ადამიანის არჩევანია, მხოლოდ ჩვენ ვხდით ჩვენს ცხოვრებას ბედნიერს ან უბედურს“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

„ყოველი დანახვისას ჩაიფიქრე ფინანსური სურვილი, კვირაში ერთხელ გაასუფთავე...“ - თამუნა იოსელიანი ფანჯრის მინის რიტუალზე

„ყოველთვის გული მეწვის უპატრონო ძაღლებზე, გავაკეთებ ყველაფერს, რომ მეტ ცხოველს მივცე თავშესაფარი“ - რას წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი