მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც 12 წლის ასაკიდან აშშ-ში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში საქართველოში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს, სადაც იგი უპატრონო ძაღლთან ერთად პოზირებს.
ალექსანდრე ამბობს, რომ უპატრონო ძაღლებზე ბავშვობიდან ნერვიულობს და მისი სურვილია, ბევრ ცხოველს მისცეს თავშესაფარი:
„ბავშვობიდან უპატრონო ძაღლებს ქუჩიდან ვიყვანდი ხოლმე, სახლში მიმყავდა, ვაბანავებდი და ვაჭმევდი.
ყოველთვის გული მეწვის უპატრონო ძაღლებზე და ღმერთის წყალობით ვიცი, მოვა ის დრო, როცა შემეძლება და გავაკეთებ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მეტ ცხოველს მივცე თავშესაფარი.
ჩემი ოცნებების ვიზუალური რუკა მაქვს გაკეთებული და ერთ ერთი ამ დაფაზე ზუსტადაც რომ ეგ არის!“, - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: