Digest Logo

„ყველაფერი ადამიანის არჩევანია, მხოლოდ ჩვენ ვხდით ჩვენს ცხოვრებას ბედნიერს ან უბედურს“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

1768233390
თამარ კვარაცხელია

„ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია ბედნიერების მოტანა, თუ შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებთ და ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია ტკივილის გამოწვევა, როდესაც მძიმე ენერგიებში ტრიალს თანხმდები. ჩვენი რეალობა შედგება იმისგან, რასაც აღვიქვამთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია წერს.

მისი თქმით, ცხოვრებას ბედნიერს ან უბედურს თავად ადამიანი ხდის, ეს მისი არჩევანია:

„ადვილია კი ბედნიერება ჩვენს სამყაროში, სადაც ეგო ბატონობს საზოგადოებაში და სიყვარული იშვიათ მომენტებში ჩნდება?

ყველაფერი ადამიანის არჩევანია, მხოლოდ ჩვენ ვხდით ჩვენს ცხოვრებას ბედნიერს ან უბედურს.

ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია ბედნიერების მოტანა, თუ შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებთ. და ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია ტკივილის გამოწვევა, როდესაც მძიმე ენერგიებში ტრიალს თანხმდები.

ჩვენი რეალობა შედგება იმისგან, რასაც აღვიქვამთ.

სიყვარულის სიხშირეზე ყოფნით, გულის ენერგიების შეგრძნებით, ჩვენ ჩვენს რეალობას სიხარულითა და ბედნიერებით ვავსებთ. ეგოს გავლენის ქვეშ მოქცეულები შიშის, მიტოვების გრძნობისა და სხვების ხარჯზე საკუთარი თავის დამკვიდრების სურვილის კლანჭებში ვვარდებით.

ბედნიერება სიყვარულის ვიბრაციაა. ამის შეგრძნებით, ჩვენ ვიხსნებით სამყაროს წინაშე.

ბედნიერებას პოპულარობა ან ფული კი არა, გუბეებში წვიმის წვეთების ცეკვის ჭვრეტა, გულწრფელი საუბარი, საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა მოაქვს...

ორი კითხვა, რომლებიც სიკვდილს კი არა სიცოცხლეს ეკუთვნის. ორი კითხვა, რომლებსაც არ სვამენ არც კარიბჭესთან, არც ზეციურ სასამართლოში, მაგრამ რომლის პასუხიც ყოველ დღე იწერება შენს გულში.

1. იყავი ბედნიერი?

არა — იცინე თუ არა.
არა — გაგიმართლა თუ არა.
არამედ:
იცხოვრე შენი სიმართლით?
გაბედე ყოფილიყავი ის, ვინც ხარ?
გრძნობდი სიცოცხლეს საკუთარ სხეულში?

2. შეძელი სხვა გაეხადა ბედნიერი?

არა — ყველას მოეწონე თუ არა.
არა — თავი შესწირე თუ არა.
არამედ:
შენი ყოფნა ამსუბუქებდა თუ ამძიმებდა სხვას?
შენთან სუნთქვა დღეს ადვილი იყო თუ მძიმე?
ეს ორი კითხვა არ არის სიკვდილისთვის.

ეს კითხვებია სიცოცხლის ნავიგაცია.

თუ პირველზე პასუხი უარყოფითია — შენ საკუთარ თავს უღალატე.
თუ მეორეზე პასუხი უარყოფითია — შენ სხვების ცხოვრებას შეეხე ტკივილით.

და თუ ორივეზე პასუხი „კი“-ა ან „დიახ“- შენ უკვე იცხოვრე ისე, როგორც ბევრი მხოლოდ სიკვდილის წინ ნანობს დაკარგულ შესაძლებლოებებს.

II. ეს ორი კითხვა კვანტური ფსიქოლოგიის მიხედვით ჟღერს შემდეგნაირად:

კვანტურ ფსიქოლოგიაში ადამიანი განიხილება როგორც ცნობიერების ველი, რომელიც მუდმივად ურთიერთქმედებს სხვა ველებთან.

ეს ორი კითხვა არის ორი ფუნდამენტური კვანტური ღერძი:

„იყავი ბედნიერი?“ შიდა ველი — ვერტიკალი კვანტური ფსიქოლოგიის ენაზე ეს ნიშნავს: ცხოვრობდი თუ არა შიდა თანხვედრაში, იყო თუ არა ფიქრი, გრძნობა და მოქმედება ერთ ხაზზე.

თუ ადამიანი არ არის ბედნიერი, მისი ველი იშლება — ენერგია იფანტება, ჩნდება შფოთვა, აგრესია, დაცლა.

ბედნიერება აქ არ არის ემოცია. ეს არის შიდა თანხვედრის მდგომარეობა.

შეძელი „სხვა გაგეხადა ბედნიერი?“ გარე ველი — ჰორიზონტალი კვანტური ფსიქოლოგიის მიხედვით:
თითოეული ადამიანი ახდენს გავლენას სხვა ველებზე, ურთიერთქმედება ან აძლიერებს, ან ასუსტებს სიცოცხლეს.

კითხვა: შენი ველი რეზონანსში შედიოდა თუ კონფლიქტშია? შენთან ადამიანი ფართოვდებოდა თუ იკუმშებოდა?

ეს არ არის მსხვერპლშეწირვა. ეს არის ველის ეკოლოგია. კვანტური შეჯამება:

თუ შენ ბედნიერი ხარ — შენი ველი ავტომატურად ქმნის სივრცეს, სადაც სხვებსაც უადვილდებათ ბედნიერება ანუ ბედნიერდებიან. 

ეს ორი კითხვა სინამდვილეში ერთი პროცესია“, - წერს თამარ კვარაცხელია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ყოველი დანახვისას ჩაიფიქრე ფინანსური სურვილი, კვირაში ერთხელ გაასუფთავე...“ - თამუნა იოსელიანი ფანჯრის მინის რიტუალზე

„ყოველთვის გული მეწვის უპატრონო ძაღლებზე, გავაკეთებ ყველაფერს, რომ მეტ ცხოველს მივცე თავშესაფარი“ - რას წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი

🎥 „თავში იყო ერთი ცოდნა, სადაც ჩანდა ყველაფერი... გამთლიანებას მოაქვს სრული თავისუფლება“ - რა არის თავისუფალი ნება, გურამ ოთხოზორიას ინტერვიუ