Digest Logo

🎥 „ნებისმიერ საქმეში განსაკუთრებული სიყვარული უნდა ჩადოთ...“ - დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1732188440
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „შუადღე“ იმყოფებოდა, სადაც ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.

ამასთან ასტროლოგის თქმით, „სტიქიების შეცვლა ხდება. მორიელიდან, რომელიც წყლის ნიშანია, გადავდივართ მშვილდოსნის, ცეცხლის სტიქიის ნიშანში, სადაც ვიქნებით 1 თვე“.

როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, ეს მოვლენა ზოდიაქოს ყველა ნიშანში მოიტანს ცეცხლოვან ენერგიას, განავითარებს ლიდერის თვისებებს, მოიმატებს კომუნიკაბელურობა და გონებამახვილობა.

ვერძი

ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის. პარტნიორული თანამშრომლობისთვის, უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლისთვის. უცხო ენების ათვისებისთვის. უნდა გამოავლინოთ უშიშარი სულისკვეთება. არ გადახვიდეთ ეგოიზმსა და ქედმაღლობაში.

კურო

ეს პერიოდი საინტერესოა თქვენთვის შვიდ რიცხვამდე, თუმცა საჭიროა ენას კბილი დააჭიროთ და არაფერი გათქვათ. საუკეთესო პერიოდია პროექტებისა და იდეების განხორციელებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობაშიც იგივე საქციელი გმართებთ. არ ისაუბროთ ხმამაღლა ურთიერთობებზე.

ტყუპები

აკონტროლეთ პარტნიორებთან ურთიერთობა, საერთო საქმეები მათ შორის ბიზნესი. გაქვთ ასევე საინტერესო პერიოდი პარტნიორულ ურთიერთობებში და დაიწყოთ ახალი საქმეები. თუ პარტნიორულ ურთიერთობებში დაგეძაბათ სიტუაცია, შესაძლოა ამან სხვა საქმეებშიც შეგიშალოთ ხელი. იყავით ფრთხილად.

კირჩხიბი

გაქვთ საინტერესო პერიოდი. თუმცა შვიდ რიცხვამდე სიფრთხილე გმართებთ. საინტერესო პერიოდია კოლეგებთან, პარტნიორებთან და შესაძლოა მიიღოთ დაწინაურების შემოთავაზებები. თუ ხართ მედიკოსი შესაძლოა შვიდ რიცხვამდე დიდი შეცდომა დაუშვათ სამედიცინო საქმიანობაში. ახალი იდეების რეალიზება გაჭირდება.

ლომი

ნებისმიერ საქმეში განსაკუთრებული სიყვარული უნდა ჩადოთ. თუ გინდათ რომ თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული შემოვიდეს, იყავით რეალურები და სამყაროს შანსებს დააკვირდით. როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი ავტორიტეტს აიმაღლებთ.

ქალწული

შვიდ რიცხვამდე იაქტიურეთ და მომდევნო ერთი კვირა ფრთხილად გაიარეთ. თქვენი წარმატების ადგილი არის სამშობლო. ნათესავებთან ურთიერთობას დაალაგებთ. შემოქმედებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პერიოდი გაქვთ. ეცადეთ გაალამაზოთ გარემო, რომელშიც იმყოფებით.

სასწორი

ენერგოტონუსი მატულობს, შინაგანი ქარიზმა და მიზიდულობა მძაფრდება. ეს პერიოდი მრავალფეროვანი კონტაქტებია და შეხვედრებით გამოირჩევა. ასევე ინფორმაციის მიღების პერიოდი. წაიკითხეთ წიგნები და გაიფართოვეთ ცოდნა. შანსები გაქვთ არნახული ფინანსური კუთხით.

მორიელი

თქვენი ენერგოტონუსი დაეცემა 7 რიცხვიდან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუმცა შვიდი რიცხვიდან საქმეები მოიტანს მატერიალურ კეთილდღეობას. შესაძლოა მიიღოთ პრემიები და ბონუსები. ერთგულება გმართებთ საქმისა და ადამიანებისადმი. არ გადახვიდეთ ცუდ ინტიმურ კონტაქტებში.

მშვილდოსანი

დადგა ის პერიოდი, როცა თქვენი ენერგოტონუსი მატულობს. მატერიალური და კარიერული კეთილდღეობა გელით. ახალი ნაცნობობა და პარტნიორული ურთიერთობები. საუკეთესო დროა კავშირების გასაფართოებლად და მეტი ადამიანის გასაცნობად.

თხის რქა

კარგი პერიოდი გაქვთ. თუ რაიმე საქმე გაქვთ დასაწყები ან დასამთავრებელი, აუცილებლად მიიყვანეთ ბოლომდე, რადგან შემდგომი პერიოდი აცილებით უარესი იქნება. 20 რიცხვამდე თქვენი იმუნიტეტი იქნება დაბალი და ჯანმრთელობა უკავშირდება ვირუსულ ინფექციებს. არაფერი სარისკო ამ პერიოდში არ გააკეთოთ.

მერწყული

თავისუფლების დრო გაქვთ, ის რაც ყველაზე ძალიან გიყვართ. ეცადეთ ურთიერთობები იყოს დალაგებული. არ შეხვიდეთ ადამიანებთან კონფლიქტში. გამოცოცხლდებით, მოგეცემათ მეტი ენერგია და გაიცნობთ ბევრ ადამიანს. ამ პერიოდში იდეები და ენთუზიაზმი გაქვთ დიდი. მაქსიმალურად გამოიყენეთ შესაძლებლობები.

თევზები

თქვენთვის ყველაზე საყურადღებოა შვიდიდან 16 რიცხვამდე პერიოდი. დანარჩენი სტაბილურია და დეკემბრის ბოლოსკენ კარგი პერიოდი გელით. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც მოვიგეთ შოკირებული ვიყავი, ძალიან ცანცარა ვარ...“ - ვინ არის პატარა მოცეკვავე, რომელიც საბავშვო ევროვიზიაზე გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელს იპყრობს?

🎥 რა არის ჩიყვი და რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ის? - ექიმის რჩევები

🎥 ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს 21 წლამდე ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა