Digest Logo

„ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება გაჭიანურდეს, შეიცვალოს მიმართულება ან საერთოდ გაჩერდეს...“ - უკურსო მთვარის დღეები მაისში

1778653870
უკურსო მთვარე

უკურსო მთვარის დღეები - მაისი 2026:

დღეს, თბილისის დროით 14:04 საათიდან ხვალ 04:04 საათამდე გვაქვს მთვარის ე.წ. „უკურსო“ მოძრაობა თევზების ზოდიაქოში. ანუ მთვარე ნიშნიდან ისე გავა, რომ აღარ შეასრულებს არც ერთ მთავარ, მაჟორულ ასპექტს დანარჩენ პლანეტებთან.

ეს პერიოდი არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დასაწყებად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

უკურსო მთვარის გამო დაწყებულს არ ექნება საკმარისი ძალა, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს. ნებისმიერი ინიციატივა, ამ დროს, შეიძლება გაჭიანურდეს, შეიცვალოს მიმართულება ან საერთოდ გაჩერდეს.

უფრო მიზანშეწონილია ამ პერიოდში ყურადღება გადავიტანოთ უკვე დაწყებულ საქმეებზე — დავასრულოთ გადადებული, მოვაწესრიგოთ უკვე არსებული, გადავხედოთ გეგმებს და შევასრულოთ ის, რაც უკვე პროცესშია.

უკურსო მთვარე ხშირად გვაძლევს შესაძლებლობას შევანელოთ ტემპი, გამოვეთიშოთ ზედმეტ აქტივობას და მოვახდინოთ გარკვეული „ენერგეტიკული გაწმენდა“.

მაისის თვის უკურსო მთვარის პერიოდებია:

· 12 მაისი 14:04 → 13 მაისი 04:04

· 15 მაისი 01:32 → 15 მაისი 06:31

· 17 მაისი 05:02 → 17 მაისი 06:23

· 20 მაისი 17:28 → 21 მაისი 06:47

· 22 მაისი 02:05 → 23 მაისი 10:57

· 25 მაისი 04:54 → 25 მაისი 18:34

· 27 მაისი 15:32 → 28 მაისი 04:52

· 30 მაისი 04:04 → 30 მაისი 16:44

· 31 მაისი 17:30 → 2 ივნისი 05:19.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საოცრად გამოიყურებით ორივე“ - ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად პოზირებს

„შევდივართ „სიჩქარეების ეპოქაში“... ამ ზაფხულის მთავარი გმირები სწორედ თქვენ ხართ“ - ასტროპროგნოზი ცეცხლის ნიშნებისთვის

„უარმყოფელთა გულებშიც სხვებზე აღმატებულად არსებობს, ის არის კითხვაც და პასუხიც, წამში ეტევა და მარადისობაში ვერა“ - რას წერს გია მურღულია