
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, ამ დღის ენერგიები დაძაბული იქნება. სიფრთხილე გმართებთ ყველაფერთან დამოკიდებულებაში, განსაკუთრებით სილამაზის პროცედურებთან“, - 21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:
ვერძი
დღევანდელი დღე შესაძლოა მელანქოლიური იყოს. შესაძლოა სხვა ადამიანებისგან თქვენ მიმართ მოთხოვნები წამოვიდეს. ყველაფერს პოზიტიური კუთხით შეხედეთ, კარგი იქნება თქვენთვის განმარტოება.
კურო
დღის მთავარი თემა თქვენთვის ურთიერთობები იქნება. შეეცადეთ სწორი კომუნიკაცია დაამყაროთ ადამიანებთან, განსაკუთრებით განსაკუთრებით მათთან, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. შესაძლოა თქვენმა სიტყვებმა მათზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ტყუპები
განსაკუთრებით ყურადღებას მოითხოვს ფინანსური საკითხები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გარისკოთ, პირიქით ყველაფერი სწორად უნდა გათვალოთ. ასევე შესაძლოა ცოტა დაუძლურებაც იგრძნოთ.
კირჩხიბი
დღევანდელი დღე თქვენთვის პოზიტიური იქნება. მარტივია ემოციების გამოხატვა. შეგიძლიათ რაიმე ახალიც დაიწყოთ, ნებისმიერი საქმე მარტივად გამოგივათ. შეგრძნებები კი ჰარმონიული იქნება.
ლომი
მოგიწევთ უკან დახევა, არ არის სასურველი გარისკვა და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა. უმჯობესი იქნება დღევანდელ დღეს მოვლენების განვითარებას დააკვირდეთ და დაგეგმოთ.
ქალწული
დღევანდელი დღე აქტიური იქნება სოციალური კუთხით. კარგი იქნება შეხვდეთ მეგობრებს და დრო ჰარმონიულად გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციასა და ურთიერთობებს.
სასწორი
კარგი იქნება თუ დღეს იმიჯზე იზრუნებთ. შეეცადეთ გამოიჩინოთ ლიდერის თვისებები. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და სხვა ადამიანებზე არ ორიენტირდეთ. უმჯობესია დრო საკუთარ თავს და განვითარებას დაუთმოთ.
მორიელი
დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოა თქვენთვის. შესაძლებლობა გექნებათ წარსულის ურთიერთობები გადააფასოთ. ინტუიციაც საკმაოდ ძლიერი გაქვთ.
მშვილდოსანი
შეეცადდეთ ენერგია სწორად გაანაწილოთ და დააბალანსოთ, არ არის სასურველი გაუთვალისწინებელი ხარჯების განხორციელება. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ფინანსებში.
თხის რქა
დღეს ზედმეტად მგრძნობიარე ხართ და ზედმეტად რეაგირებთ ყველაფერზე. მოითხოვთ რაციონალურობას ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან. კარგი იქნება მარტივად შეხედოთ ყველაფერს და ბევრი არ მოითხოვოთ.
მერწყული
უმჯობესია დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება გაგიჭირდეთ.
თევზები
საკმაოდ საინტერესო დღეა, განსაკუთრებით რომანტიკული კუთხით. კარგი იქნება თუ მეტ სითამამეს გამოიჩენთ. შეგიძლიათ თქვენი გრძნობები და ფიქრები სხვასაც გაუზიაროთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: