
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
იგი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებასა და მის შედეგებზე საუბრობს:
„არის მომენტები, როდესაც ნეგატიური ინფორმაციების ხშირი გაზიარება კვებავს უხორცო სულებს, რასაც შავ დემონურ ძალას ვუწოდებთ.
ჩვენს მატრიცულ სამყაროში, პიროვნება მატერიისა და სულის ელემენტებია, ანუ ნაკრებია და როგორც პიროვნება, ისე კოსმოსი, არა სიცარიელის, არამედ, შევსებული სანოვაგის ადგილია.
სამი რამ არის დემონებისთვის, ანუ „დემენტორებისთვის“ სასიხარულო და ერთგვარი საკვების მიმცემი.
ესენია: გადაგვარებული აზროვნება და შედეგად შეცდომა, ანუ ადამიანის ცოდვა, დარდი-ნერვიულობა, ავადობა, შედეგად სასოწარკვეთა და დამაზიანებელი მაგიური რიტუალების ჩატარება - მსხვერპლშეწირვა.
სამყაროში მოქმედებს დუალიზმის, ბინერული კანონი. ამ მოცემულობით კი, სადაც თეთრია, იქაა შავიც.
პლანეტას ჰყავს თავის პატრონი, არიან ანგელოზები, მაგრამ არიან დაცემული ძალებიც, რომლებიც აცხადებენ მმართველობაზე პრეტენზიას.
ციფრები 3 და 9 დიდ საიდუმლოს ინახავენ. მათშია ინფორმაციული და სულიერი აგებულების სისტემები. 9 მთა, 9 ზღვა, 9 გზა ... შემთხვევითი არაა ეს ტერმინები. 9 სამყაროს საიდუმლო ციფრია.
ასეა დაბლაც დაცემულ ძალთა კრებაშიც. ამიტომაცაა, რომ ამ დუალურ მატრიცულ გარემოში, რომელსაც გარღვევა სჭირდება, ბოროტი სულის მიზანი ადამიანის წამებაა და მერე სიკვდილი, იმიტომ რომ როცა შენ ეწამები, მით მეტ ენერგიას გამოყოფ და უფრო მეტად აბინძურებ გარემოს, რომ კიდევ ბევრნი მოექცნენ ამ წრეზე.
სხვა რამეა, როცა სიმართლეს ამბობ და უნდა თქვა კიდეც და სხვაა, როცა უბრალოდ და მუდამ გამზიარებელი ხარ მძიმე ამბების.
ჩემი რჩევაც ესაა, რომ ერიდეთ რთული შიგთავსის ვიდეოებს და ამბების აფიშირებას, ხან და ხან, არცაა აუცილებელი მისი გამომზეურება. ბედნიერი დღე გქონდეთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: