Digest Logo

ნინა ხომერიკი ასტროლოგიასა და მითოლოგიას შორის კავშირზე - „ზოდიაქოს ნიშნები პირდაპირ ბერძნულ-რომაულ მითებს ეფუძნება“

1783436163
ნინა ხომერიკი

ასტროლოგია და მითოლოგია ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული, განსაკუთრებით დასავლურ ტრადიციაში, სადაც ზოდიაქოს ნიშნები პირდაპირ ბერძნულ-რომაულ მითებს ეფუძნება.

ასტროლოგია ერთგვარად არის „მითების ენა”, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას ხსნის და ამ მითებს არ აღიქვამს უბრალოდ როგორც ისტორიებს, არამედ, როგორც: ადამიანის ფსიქიკის სიმბოლოებს,  ქცევითი მოდელების არქეტიპებს,  ენერგიის ტიპებს, რომლებიც ცხოვრებაში გვხვდება.

♈️ ბერძნულ მითოლოგიაში დაკავშირებულია ოქროს საწმისიან ვერძთან. მისი მთავარი მითი ეხება ფრიქსეს და ჰელეს, რისი მიხედვითაც: მათ ემუქრებოდათ მსხვერპლად შეწირვა. ღვთაებრივმა ოქროსვერძმა ისინი ზურგზე შეისვა და საფრთხეს გაარიდა. გზაში ჰელე ზღვაში ჩავარდა, ხოლო ფრიქსე უსაფრთხოდ ჩავიდა კოლხეთში.

მადლიერების ნიშნად ფრიქსემ ვერძი ღმერთებს შესწირა, ხოლო მისი ოქროს საწმისი კოლხეთში შეინახეს. სიმბოლურად ვერძი აღნიშნავს: ინიციატივას; სიმამაცეს; ახალ დასაწყისს; მოქმედების სურვილს; ლიდერულ სულისკვეთებას. ასტროლოგიურად ვერძის მმართველი პლანეტაა - მარსი, ამიტომ ეს ნიშანი ასოცირდება ენერგიასთან, გამბედაობასთანა და სწრაფ მოქმედებასთან.

♉️ კურო (Taurus) ბერძნულ მითოლოგიაში ყველაზე ხშირად უკავშირდება ზევსს და ფინიკელ პრინცესას - ევროპას. მითის მიხედვით: ზევსი მოიხიბლა ევროპათი. მან თავი მშვიდ, ლამაზ თეთრ ხარად გადაიქცია, რათა მისთვის შიში არ გამოეწვია. ევროპა ხარს მიუახლოვდა, მოეფერა და ბოლოს მის ზურგზე დაჯდა. სწორედ ამ დროს ზევსმა სწრაფად გაცურა ზღვით და ევროპა კრეტაზე წაიყვანა. იქ გაუმხილა თავისი ნამდვილი ვინაობა. მათი კავშირიდან დაიბადნენ კრეტის მომავალი მეფეები, მათ შორის მინოსი. ამ მითის გამო კურო სიმბოლურად უკავშირდება: - სიძლიერეს; - ნაყოფიერებას; - სილამაზეს; - სტაბილურობას; - ბუნებას; - მატერიალურ კეთილდღეობას. ასტროლოგიურად მისი მმართველი პლანეტაა - ვენერა და ამ ნიშანს ხშირად აკავშირებენ სიყვარულთან, ჰარმონიასთან, ხელოვნებასთან, კომფორტთან, ცხოვრების სიამოვნებებთან.

♊️ ყველაზე მეტად მითოლოგიასთან დაკავშირებული ნიშანია. ტყუპები (Gemini) უკავშირდება ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილ ტყუპ ძმებს — კასტორი და პოლუქსი. ისინი განთქმული იყვნენ როგორც განუყრელი ძმები. პოლუქსი უკვდავი იყო (ზევსი-ს შვილი), ხოლო კასტორი — მოკვდავი, როდესაც კასტორი დაიღუპა, პოლუქსმა სთხოვა ზევსს, რომ ძმის გარეშე უკვდავება არ სურდა. ზევსმა მათი ერთგულების პატივსაცემად ისინი ცაზე აიყვანა და შექმნა ტყუპების თანავარსკვლავედი. ამიტომ ტყუპების ნიშანი სიმბოლურად გამოხატავს: - ორმაგ ბუნებას; - ორ განსხვავებულ მხარეს ერთ პიროვნებაში; - კომუნიკაციასა და კავშირს; - ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას; - ძმობას; -პარტნიორობას; - ერთგულებას. ასტროლოგიაში ტყუპები ხშირად განიხილება, როგორც ნიშანი, რომელიც აერთიანებს მატერიალურ და სულიერ სამყაროს, ამიტომ მას მართლაც განსაკუთრებული მითოლოგიური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

♋️ ბერძნულ მითოლოგიაში უკავშირდება ჰერაკლეს ერთ-ერთ ბრძოლას. მითის მიხედვით: როდესაც ჰერაკლე ებრძოდა ლერნეს ჰიდრას, ქალღმერთმა ჰერამ მის წინააღმდეგ პატარა გიგანტური კიბორჩხალა გაგზავნა. ამ კიბორჩხალამ ჰერაკლეს ფეხზე ჩასჭიდა კლანჭები, რომ ხელი შეეშალა ბრძოლაში. ჰერაკლემ ის მალევე მოკლა, მაგრამ ჰერამ მისი ერთგულების გამო კიბორჩხალა ცაში განათავსა. ასე გახდა იგი კირჩხიბის თანავარსკვლავედი. სიმბოლურად კირჩხიბი ნიშნავს: ემოციებს; სენსიტიურობას; ოჯახს და დაცვას; ინტუიციას, შინაგან სამყაროს; მეხსიერებას.

ასტროლოგიურად კირჩხიბის მმართველი პლანეტაა - მთვარე, რის გამოც ეს ნიშანი ძალიან ემოციურ და ინტუიციურ ენერგიასთან არის დაკავშირებული.

♌️ ბერძნულ მითოლოგიში უკავშირდება არა ადამიანის, არამედ ლეგენდარული არსებას. მისი მთავარი მითოლოგიური სიმბოლოა ნემეის ლომი. ჰერაკლეს (ჰერკულესი) პირველი გმირული საქმე სწორედ ნემეის ლომის დამარცხება იყო, რადგან ეს ლომი იყო განსაკუთრებული - ჰქონდა ტყვიაგაუმტარი, გაუხვრეტელი ტყავი, თითქმის შეუძლებელი იყო მისი იარაღით მოკვლა და ჰერაკლემ იგი შიშველი ხელებით დაამარცხა, რის შემდეგაც ზევსმა, ნემეის ლომი ცაზე განათავსა და იგი გახდა ლომის თანავარსკვლავედი. ამიტომ ლომის ნიშანი სიმბოლურად გამოხატავს: სიმამაცეს; ძალას; კეთილშობილებას; ლიდერობას; ღირსებასა და გულუხვობას.

ასტროლოგიურად ლომის მმართველი პლანეტაა - მზე, რის გამოც ეს ნიშანი ასოცირდება სიცოცხლის ენერგიასთან, შემოქმედებითობასთან, თვითგამოხატვასა და შინაგან ბრწყინვალებასთან.

♍️ ბერძნულ მითოლოგიაში უკავშირდება ქალღმერთ ასტრეასთან. მითის მიხედვით: ასტრეა იყო სამართლიანობისა და სიწმინდის ქალღმერთი. როცა ადამიანებში ბოროტება და უსამართლობა გაიზარდა, მან დედამიწა დატოვა, ბოლოს ზეცაში ავიდა და იქ იქცა ქალწულის თანავარსკვლავედად, ამიტომ ქალწულის სიმბოლიკა ხშირად ნიშნავს: სისუფთავეს; წესრიგს; შრომას; სიზუსტეს; სიბრძნეს; დაკვირვებას; ბუნებასა და ნაყოფიერებას ასტროლოგიურად ქალწულს მმართველობის პლანეტა - მერკური, რის გამოც ის ასოცირდება ანალიზთან, აზროვნებასთან და დეტალებზე ყურადღებასთან.

♎️ ბერძნულ მითოლოგიაში უკავშირდება სამართლიანობას და სამართლიანობის ქალღმერთებს: თემიდას და დიკეს. მითის მიხედვით: თემიდა და დიკე იყვნენ სამართლიანობისა და ბალანსის სიმბოლოები. მათ ხელში ყოველთვის ეჭირათ სასწორი, რომ სიმართლე და უსამართლობა გაერჩიათ.

მოგვიანებით მათი სასწორი ცაში აიყვანეს და გახდა სასწორის თანავარსკვლავედი. ამიტომ სასწორი ასტროლოგიურად ნიშნავს: ბალანსს და ჰარმონიას; სამართლიანობას ურთიერთობებში; წონასწორობას, არჩევანს, ორმხრივ ხედვას. ასტროლოგიურად მას მართავს - ვენერა, რაც გვაძლევს სიყვარულს, ესთეტიკას და ურთიერთობებში ჰარმონიას.

♏️ ბერძნულ მითოლოგიაში ეს ნიშანი უკავშირდება ამბავს, სადაც მთავარი გმირია ორიონი. მითის მიხედვით: მონადირე ორიონი ამბობდა, რომ ვერანაირი ცხოველი მას ვერ დაამარცხებდა. ამის გამო ქალღმერთებმა მის წინააღმდეგ გიგანტური მორიელი გაგზავნეს. მორიელმა ორიონი კბენით მოკლა, რის შემდეგაც ორიონიც და მორიელიც - ზეცაში აიყვანეს და იქიდან წარმოიშვა მათი თანავარსკვლავედები. ამიტომ: მორიელის თანავარსკვლავედი და ორიონის თანავარსკვლავედი ცაზე ერთმანეთის „მოწინააღმდეგეებად“ ითვლებიან.

ასტროლოგიურად მორიელი სიმბოლურად ნიშნავს: სიღრმეს და ტრანსფორმაციას; ძალას; ინტენსიურ ემოციებს; საიდუმლოებას აღდგენას; „განახლების ენერგიას“.

მისი მმართველებია პლუტონი (და ტრადიციულად ასევე მარსი), რაც მას ძალიან ძლიერ, ინტენსიურ და გარდამქმნელ ნიშნად აქცევს.

♐️ ბერძნულ მითოლოგიაში ყველაზე ხშირად უკავშირდება კენტავრს, განსაკუთრებით კი ბრძენ მასწავლებელ კენტავრს — ქირონი. მითის მიხედვით: ქირონი იყო განსხვავებული სხვა კენტავრებისგან — ის იყო ბრძენი, კეთილი და სწავლული. ასწავლიდა გმირებს, მაგალითად: ჰერაკლეს და აქილევსს. იგი ხშირად გამოსახულია როგორც მშვილდოსანი კენტავრი, რომელიც ზეცაში ისრებს უშვებს.

ასევე, ზოგ სხვა ვერსიაში მშვილდოსანი შეიძლება უკავშირდებოდეს: კროტოს, რომელიც ნადირობასა და სროლას განასახიერებს. ასტროლოგიურად მშვილდოსანი ნიშნავს: თავისუფლებას, მოგზაურობას, ცოდნასა, ფილოსოფიას, ოპტიმიზმს, ზრდას, გაფართოებას. მისი მმართველია იუპიტერი, რაც მას უკავშირდება სიბრძნეს, იღბალს და დიდი მასშტაბის ენერგიას.

♑️ბერძნულ მითოლოგიაში უკავშირდება თევზ-თხას, ანუ ზღვის არსებას, რომელიც ხშირად გაიგივებულია ღმერთ პანთან. მითის მიხედვით: პანი იყო ბუნების, ტყეების და მუსიკის ღმერთი. ერთხელ იგი ურჩხულისგან ცდილობდა გაქცევას და მდინარეში შევიდა. გაქცევისას მისი სხეული თითქოს „გაიყო“, ქვედა ნაწილი თევზად იქცა, ხოლო ზედა ნაწილი დარჩა თხად დარჩა.

ამ ამბის პატივსაცემად ზევსმა ცაზე განათავსა თანავარსკვლავედი, რომელსაც თხის რქა ეწოდა. ასტროლოგიურად თხის რქა ნიშნავს: მიზანდასახულობას, დისციპლინას, პასუხისმგებლობას, კარიერულ წარმატებას, სტაბილურობას.

მისი მმართველია - სატურნი, რაც ამ ნიშანს აძლევს სერიოზულობას, სტრუქტურასა და დროის მიმართ პასუხისმგებლობას.

♒️ბერძნულ მითოლოგიაში ყველაზე ხშირად უკავშირდება განიმედეს. მითის მიხედვით: განიმედე იყო ტროელი უფლისწული, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა. ზევსმა იგი შეამჩნია და მის მოსაყვანად ოლიმპოს მთაზე გაგზავნა არწივი, სადაც განიმედე გახდა ღმერთების მეჭურჭლე და ნექტარსა და ამბროზიას აწვდიდა.

მის პატივსაცემად ზევსმა იგი ცაში განათავსა, როგორც მერწყულის თანავარსკვლავედი. ამიტომ მერწყულის სიმბოლო არის წყლის მატარებელი და არა თავად წყალი. წყალი აქ ცოდნის, სიცოცხლის, სიბრძნისა და სულიერი განახლების სიმბოლოა.

ასტროლოგიურად მერწყული გამოხატავს: ინოვაციასა და პროგრესს, თავისუფალ აზროვნებას, ჰუმანიზმს, საზოგადოებაზე ზრუნვას, ორიგინალურ იდეებს. მისი მმართველი პლანეტაა სატურნი.

♓️ ბერძნულ მითოლოგიაში ყველაზე ხშირად უკავშირდება აფროდიტეს და მის შვილს ეროსს. მითის მიხედვით: ერთ დღეს ღმერთებს თავს დაესხა საშინელი ურჩხული ტიფონი. აფროდიტემ და ეროსიმ დელფინების და თევზების დახმარებით გადაირჩინეს თავი და ერთმანეთს თოკით დაუკავშირდნენ, რათა ძლიერი დინების დროს არ დაკარგულიყვნენ.

მათი გადარჩენის აღსანიშნავად ცაზე ორი თევზი გამოისახა და შეიქმნა თევზების თანავარსკვლავედი. ამიტომ თევზების სიმბოლო — ორი ერთმანეთთან დაკავშირებული თევზს ნიშნავს, რაც გულისხმობს: სულიერ კავშირს, თანაგრძნობას, სიყვარულს, ინტუიციას, მსხვერპლშეწირვას, ერთგულებას,  ორ სამყაროს შორის მოძრაობას (მატერიალურსა და სულიერს).

ასტროლოგიურად თევზების მმართველია - ნეპტუნი, ხოლო ტრადიციულ ასტროლოგიაში — იუპიტერი. ამიტომ ეს ნიშანი ხშირად ასოცირდება წარმოსახვასთან, სულიერებასთან, შემოქმედებითობასთან და თანაგრძნობასთან.

ასევე დაგაინტერესეთ:

საფულესთან მოპყრობის წესები ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად - ეზოტერიკოსის რჩევები

„თუ იცით სად ჰყავს თქვენს საყვარელ ადამიანს მთვარე, შეძლებთ მის გაბედნიერებას საკვებით“ - რას წერს ასტროლოგი

„ხელსაყრელია დაგეგმვა, პაემანი, შეხვედრები...“ - 7 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით