Digest Logo

„ნუ აგერევათ ერთმანეთში... თანდაყოლილი ნიჭია“ - რა განსხვავება მინეროლოგიასა და ლითეროთერაპიას შორის

1771085864
ქვებიქვები

რა განსხვავება მინეროლოგიასა და ლითეროთერაპიას შორის - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში გვერდი One magician-ი წერს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთი მათგანი ისწავლება, მეორე კი თანდაყოლილი ნიჭია:

„მინეროლოგია და ლითეროთერაპია - რა განსხვავებაა მათ შორის? 

მინეროლოგია არის მეცნიერული დარგი, რომელიც გეოლოგიის ნაწილია. მისი სწავლება მოიაზრებს, ქიმიურ შემადგენლობას, კრისტალურ სტრუქტურას, სიმტკიცესა და ფიზიკურ თვისებებს და მათ წარმოშობას. 

მაგალითად ამეთვისტო არის კვარცის ჯიშის იასამნისფერი სახეობა, მისი ფერი გამოწვეულია რკინის მინარევებით და ბუნებრივი რადიაციული პროცესებით.

მინეროლოგიაში ისწავლება, რა კლასს ეკუთვნის, რა სიმტკიცე აქვს, როგორ წარმოიქმნება ბუნებაში.
ეს ყოველივე ფაქტებზე დაფუძვნებული ლაბორატორიული კვლევაა.

რა არის ლითეროთერაპია?!

ენერგეტიკული და ვიბრაციული მიმართულება, ანუ ენერგია რომელსაც შეუძლია ადამიანზე ზემოქმედება მოახდინოს, ადამიანის ჩაკრებზე, აურასა და ფიზიკურ სხეულზე. 

ლითეროთერაპია ეფუძნება იმ იდეასა და ცოდნას რომელიც მოიაზრებს მაგალითად, რომ ავიღოთ ციტრინი ლითეროთერაპიაში ითვლება, სიმდიდრისა და მზის ენერგიის ქვად, მანიპურას ჩაკრის ენერგიის ქვად,
მოტივაციისა და თვითშეფასების ასამაღლებელ ბუნებრივ ქვად.

ამით იმას ვამბობ რომ ამ ყველაფერში მთავარი არის სიმბოლური, სულიერი და ენერგეტიკული ხედვა და რომ ეს მიმართულება შეუძლებელია ისწავლოს ადამიანმა თუ ის თავად არ არის პიროვნება რომელიც ატარებს და ასევე გამტარია ენერგიებისა ანუ მაღალვიბრაციული, იგივე ზებუნებრივი ენერგისა.

ლითეროთერაპია უფრო მარტივად რომ გითხრათ მოიაზრებს ქვების ენერგის შეგრძნებასა და შეცნობას.

პ.ს მინეროლოგია და ლითეროთერაპია ნუ აგერევათ ერთმანეთში, მინეროლოგია ისწავლება, ლითეროთერაპია კი თანდაყოლილი ნიჭია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ტოპ 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე ხშირად ღალატობს

„მოსალოდნელი უჩვეულო დათბობა: ბუნების საჩუქარი სიყვარულის თვეში“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

რა ამოძრავებს ადამიანს, როცა იგი სხვას ამცირებს ან აკრიტიკებს? - ეზოტერიკოსის განმარტება