ასტროლოგიური პროგნოზი 7 სექტემბრისთვის:
♈️ ვერძი: მთვარის ცეცხლოვანი ენერგია აქტიურობისკენ გიბიძგებთ, თუმცა 26-ე მთვარის დღე გაფრთხილებთ მოერიდეთ ავანტიურასა და იმპულსურ ხარჯებს. ენერგია შემოქმედებით საქმიანობას მოახმარეთ.
♉️ კურო: ყურადღების ცენტრში სახლი და ოჯახი მოექცევა. ნუ აჰყვებით ახლობლების ემოციურ პროვოკაციებს და მოერიდეთ ურთიერთობის ხმამაღლა გარკვევას.
♊️ ტყუპები: ორშაბათს ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადი გელოდებათ. გაფილტრეთ ჭორები, ნუ ჩაერთვებით უსარგებლო კამათში და პირადი გეგმები ჯერჯერობით საიდუმლოდ შეინახეთ.
♋️ კირჩხიბი: წინა პლანზე ფინანსური საკითხები წამოიწევს. თავი შეიკავეთ სპონტანური შენაძენებისგან, ნუ გაასესხებთ ფულს და ყველა ფინანსური ანგარიში ყურადღებით გადაამოწმეთ.
♌️ ლომი: მთვარე თქვენს ნიშანში გადადის, თუმცა დღის ენერგია მოკრძალებას მოითხოვს. ნუ აჰყვებით მლიქვნელობას, აკონტროლეთ სიამაყე და გარშემომყოფების მიმართ დიდსულოვნება გამოიჩინეთ.
♍️ ქალწული: დროა, გარეგანი აქტიურობა შეამციროთ და ახალ, მასშტაბურ საქმეებს არ შეეჭიდოთ. დღე ძველი საქმეების დასრულებას, სულიერ პრაქტიკებსა და დასვენებას დაუთმეთ.
♎️ სასწორი: ყურადღების ცენტრში მეგობრებსა და კოლექტივთან ურთიერთობა მოექცევა. ნუ განიხილავთ სხვის საიდუმლოებებს და და არავის მისცეთ უფლება,, ინტრიგებში ჩაგითრიოთ.
♏️ მორიელი: კარიერული ამბიციები შესაძლოა ემოციურ ზეწოლას შეეჯახოს. ხელმძღვანელობასთან საუბრისას შეინარჩუნეთ პროფესიონალიზმი,, სიმშვიდე და ცივი გონება.
♐️ მშვილდოსანი: ცეცხლოვანი ტრანზიტი შთაგონებას მოგიტანთ,, თუმცა დღე სიტყვებში სიფრთხილეს მოითხოვს. ნუ მოახვევთ სხვებს საკუთარ აზრს და მნიშვნელოვანი მგზავრობა სხვა დროისთვის გადადეთ.
♑️ თხის რქა: ყურადღება რესურსებსა და შინაგან გარდაქმნებზე გამახვილდება. მოერიდეთ ფინანსურ რისკებს, იყავით თავშეკავებული და საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას დაეყრდენით.
♒️ მერწყული: პარტნიორული ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მოთმინებით მოეკიდეთ სხვების სისუსტეებს, მოერიდეთ დაპირისპირებას და შეინარჩუნეთ დიპლომატიურობა.
♓️ თევზები: დაკავდით ჩვეული საქმეებით და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. ფიზიკურად ნუ გადაიტვირთებით და ნერვული სისტემა ზედმეტი სტრესისგან დაიცავით.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ლილი 2 წლის...“ - ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა შვილის დაბადების დღე აღნიშნეს