დღეს, 6 სექტემბერს გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა.
მარიამ წიკლაური 14 წლის იყო.
დაღუპულ მოზარდს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ვიღაცის მუცლის ხეთქვის გამო ანგელოზები კვდებიან.
როგორ მეცოდები, მარიამ და ვაიმე შენს დედას, როგორ ვუთხრა სამძიმარი შვილო“, - წერს ირმა მთიულიშვილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მძღოლი დაკავებულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ზუსტად ამ დღეს და ამ დროს, ერთი ჯღავანა გოგოს დედა გავხდი“ - ნინო ნადირაძის შვილი იუბილარია