პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მშობლებზე ნაკლებად პოპულარული არც მათი ქალიშვილები არიან.
შუათანა გოგო, ლილი 6 სექტემბერს 2 წლის გახდა, რაზედაც სოციალურ ქსელში მშობლებმა პოსტები გაავრცელეს:
„ლილი 2 წლის.
გილოცავ დაბადების დღეს“, - წერს ნოე სულაბერიძე.
„დღეს ჩემი მეორე ოცნების დაბადების დღეა 🎀
ლილი გახდა 2 წლის!“, - წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წყვილია. ჯანეტი ცნობილი მოდელი და „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელია, ხოლო ნოე წარმატებული ტელეპროდიუსერი და გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი.
წყვილი 2019 წელს დაქორწინდა და მათ სამი შვილი ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ ნოე სულაბერიძეს წინა ქორწინებებიდან კიდევ ორი უფროსი შვილი (ბიჭი და გოგო) ჰყავს.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ზუსტად ამ დღეს და ამ დროს, ერთი ჯღავანა გოგოს დედა გავხდი“ - ნინო ნადირაძის შვილი იუბილარია