Digest Logo

„ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვის პრობლემებს...“ - 16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1789535297
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

16 სექტემბერი მეგობრებო, დღეს ნამდვილი ჯეკპოტის დღეა!

დღის ენერგიები: 7 • 8 • 6. ეს კიდევ ერთი იღბლიანი დღეა 7-იანებისთვის ამიტომ გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და დღის ენერგია მაქსიმალურად აითვისეთ.

დილა მოძრაობით დაიწყეთ. გაღვიძების შემდეგ ფიზიკურ აქტივობას 15–20 წუთი მაინც დაუთმეთ. თუ სპორტდარბაზშიც წახვალთ, ეს საუკეთესო იქნება!

💼 დღეს შეიძლება უამრავი საქმე დაგიგროვდეთ, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. მთავარია, ყველაფრის მარტო გაკეთებას ნუ ეცდებით.

🛑 ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვის პრობლემებს. თუ ვინმე თავისი წუხილისა და სირთულეების თქვენთვის გაზიარებას დაიწყებს, ზედმეტად ნუ ჩაეფლობით. მშვიდად შეგიძლიათ უთხრათ: „გთხოვ, შენი პრობლემები შენთან დატოვე დღეს არ ვარ მზად, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღო“.

👗 16-ისა და 6-ის ენერგიიდან გამომდინარე, დღეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა იყოთ. ჩაიცვით ლამაზად, მოუარეთ თავს და შექმენით ისეთი იმიჯი, რომელიც პირველ რიგში თქვენ მოგწონთ ეს ეხებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. 🪞 ნებისმიერ სარკესა თუ ამრეკლ ზედაპირში სიამოვნებით ჩაიხედეთ და თქვით: „მე ხელოვნების ნიმუში ვარ! რა მშვენიერია, რომ ამ სამყაროში ვარსებობ!“

⚠️ დღის ნეგატიურ ენერგიაში შეიძლება ტკბილეულისკენ ან ალკოჰოლისკენ გაგიწიოთ გულმა. ასე ორგანიზმი ზოგჯერ დაღლილობისა და დაძაბულობის ანაზღაურებას ცდილობს. თუმცა დღეს უმჯობესია აირჩიოთ ძილი, სეირნობა, სპორტი და საკუთარ თავზე ზრუნვა.

👩‍❤️‍💋‍👨 8-იანის დადებით ენერგიაში საჭიროა საქმეების გადანაწილება და დახმარების თხოვნა. ნუ მოგერიდებათ, მიმართოთ ახლობლებს, კოლეგებს ან დამხმარეებს. თქვენი ამოცანაა, სწორად მიმართოთ ენერგია და არა ყველაფერში ერთდროულად დახარჯოთ.

🍀 დღეს შეგიძლიათ, ცოტათი ბედსაც მიენდოთ. შესაძლოა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ, მნიშვნელოვანი მინიშნება მიიღოთ ან შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მიზანთან მიახლოებაში დაგეხმარებათ.

✍️ აუცილებლად ჩამოწერეთ ფურცელზე თქვენი გეგმები, მიზნები და სურვილები. მიუთითეთ კონკრეტული ვადა და დეტალურად წარმოიდგინეთ, როგორი შედეგის მიღება გსურთ. გარწმუნებთ, დღეს მიზნებამდე მისვლა ბევრად მარტივად შეგიძლიათ, თუ იმოქმედებთ, საკუთარ რესურსს გაუფრთხილდებით და სხვის პრობლემებს საკუთარ თავზე არ აიღებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გვიკეტავენ მეხსიერებას იმის შესახებ, თუ ვინ ხარ და რისი უნარი გაქვს“ - ბედის მატრიცა: რას ამბობს კახა კვარაცხელია

🎥 მაშველებმა მესტიაში დაშავებული ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

⭕„გიხდება პატარებთან ურთიერთობა! “ — ნინო ჩხეიძე ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს