წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ბევრი ადამიანი თვლის, რომ „კარგობა” ნიშნავს ყველაფრის მოთმენას - ტკივილის, უსამართლობის, უყურადღებობის, უპატივცემულობის, მაგრამ ეს ასე არ არის:
„ისწავლე არა მხოლოდ სიკეთე, არამედ საზღვრები.
ბევრი ადამიანი თვლის, რომ „კარგობა” ნიშნავს ყველაფრის მოთმენას - ტკივილის, უსამართლობის, უყურადღებობის, უპატივცემულობის, მაგრამ სინამდვილეში, სიწყნარე არ არის სიბრიყვე, და სიკეთე - არა მსხვერპლი.
საზღვრების დაწესება არ გხდის ცივ ადამიანად, პირიქით - ეს ნიშნავს, რომ პატივს სცემ საკუთარ ენერგიას.
როცა შენ საკუთარ თავს იცავ, შენ სამყაროს ასწავლი, როგორ მოგექცეს.
ნუ შეგეშინდება უარის თქმა. ნუ შეგეშინდება ადამიანების დაკარგვა, რომლებიც მხოლოდ მაშინ გაფასებენ და უყვარხარ, როცა მათთვის მოსახერხებელი ხარ.
ნუ დაივიწყებ - შენც ხარ ადამიანი, ვინც იმსახურებს სიმშვიდეს.
სიკეთე მაშინაა ნამდვილი, როცა შენც არ იწვები შიგნიდან.
ისწავლე „არა“-ს თქმა ისე, რომ გულში ისევ სინათლე დარჩეს.
საზღვრები - ეს არის სიყვარულის ყველაზე ჯანსაღი ფორმა საკუთარი თავის მიმართ“, - წერს ზაზა ჯაიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: