ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში წერს, რომ სითბო და მიჯაჭვულობა, რომელსაც მშობლები უზიარებენ შვილს, დადებითად მოქმედებს მისი პიროვნული თვისებების და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.
მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც საკმარისად იღებდნენ მშობლის სიყვარულს, გამოირჩევიან მაღალი თვითშეფასებით, წარჩინებით სწავლაში და მეტად სანდო და ახლო ურთიერთობებით მშობლებთან:
„ბოლო ათ წელიწადში ჩატარებულმა კვლევებმა, ცხადყო კავშირი ბავშვობაში მიღებულ მშობლის სიყვარულსა და მომავალში ადამიანის ჯანმრთელობასთან, ბედნიერებასთან და წარმატებასთან.
მეცნიერება ამტკიცებს, რომ სითბო და მიჯაჭვულობა, რომელსაც მშობლები უზიარებენ შვილს, დადებითად მოქმედებს მისი პიროვნული თვისებების და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.
ბავშვები, რომლებიც საკმარისად იღებდნენ მშობლის სიყვარულს, გამოირჩევიან მაღალი თვითშეფასებით, წარჩინებით სწავლაში და მეტად სანდო და ახლო ურთიერთობებით მშობლებთან. მათ ნაკლებად აქვთ ფსიქოლოგიური და ქცევითი სირთულეები“, - წერს ნანა ფიფია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს, ინარჩუნებს და ავითარებს!“ - მარინა ეზუგბაია იუბილარია