Digest Logo

„სამყარო განსაკუთრებულ ემოციურ გამოცდას გიტარებთ, ამოწმებს მოთმინებას, ნებას, ძალისხმევას“ - მიმდინარე კვირის მთავარი ასპექტები ანზორ ოდიშარიასგან

1790590374
ანზორ ოდიშარია

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია ვერძებისთვის. ენერგეტიკული თვალსაზრისით შედეგის მიღების პერიოდი აქვთ, ბევრი ენერგიისგან, რაც მათთვის უკვე შემაწუხებელია, თავისუფლდებიან. ახლოსაა სიკეთეები, კულმინაციურ მომენტში ხართ. ახლა საბედისწერო მოვლენები ხდება, ცოტა კიდევ მოითმინეთ და ყველაფერი კარგად იქნება. აზარტული მიმართულებით: თამაში, ადამიანებთან ურთიერთობა, გარისკვა - მაქსიმალურად შეამცირეთ. ახალ საქმეზე საუბარი ახლა, მაგრამ ნაბიჯები ოქტომბრის კვირებში. 

კურო - დაზიანებულია ენერგიები, არ გაქვთ ახლა სტაბილურობის განცდა, შფოთვა, რაც ახლა მოდის ეხება იმას, რომ ჯერ ყველაფერი დასალაგებელია, ყველაფერს თავისი მიმართულება უნდა მისცეთ. მშენებლობის, წინსვლის და განვითარების პერიოდია.

ტყუპები - საბედისწერო მომენტი გაქვთ, ახალი მიზანი, ცვლილება, ახალი ადამიანი უნდა გამოვიყვანოთ თქვენგან და ამას გრძნობთ. დიდი წარმატება თქვენთვის მოსალოდნელია, ახალი სურვილები, ინფორმაცია, ურთიერთობები გექნებათ და გაზრდით საკუთარ თავს. 

კირჩხიბი - ამ კვირას პრობლემატურ ნიშნად ითვლებით, შინაგანი ემოციები ვულკანურად უნდა ამოიფრქვას. განახლების, გადასხვაფერების, წინსვლის პერიოდია და იცვლის შინაგან შემადგენელს. ყურადღება დაუთმეთ და გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. 

ლომი  - ბევრი სიკეთე, შესაძლებლობა მოდის, მაგრამ ამასთან ერთად, შეიძლება შინაგანი ემოციები ვეღარ დააკავოთ, უფრო ადვილად აალდეთ. შეგიძლიათ თქვენი ენერგიით სამყაროს გადაუაროთ. წარმატების და კეთილდღეობის პერიოდი გაქვთ.

ქალწული - განსაკუთრებულად პოზიტიური, გაფართოების, დაოჯახების, კარიერული წინსვლის, სამსახურებრივი განვითარების, სიკეთის პერიოდია. ასეთი პერიოდები იშვიათად გაქვთ, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ.

სასწორი - არის გარკვეული სიკეთეები, რადგან თქვენს ნიშანშია ის სიკეთის ენერგიის მატარებლის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს გახარების, გადამუშავების, კომუნიკაციის საშუალებებს და სწორედ თქვენთვის იქნება ის პერიოდი, როცა უფრო მეტად დალაგდება ურთიერთობები. 

მორიელი - სამყარო გაძლევთ განცდას, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოგედგინათ, ამაზე კი ნერვიულობთ. ეს კვირა ცოტა პრობლემურია ემოციური თვალსაზრისით.

მშვილდოსანი - სამყაროდან მოსული კარმული აღმოჩენების პერიოდია. აცნობიერებთ საკუთარ თავს, ახალ გეგმებს, მიზნებს, მისიას და გჭირდებათ სწორად აჰყვეთ აღმოჩენებს.

თხის რქა - სამყარო განსაკუთრებულ ემოციურ გამოცდას გიტარებთ. ნებას, ძალისხმევას, მოთმინებას ამოწმებს და ამოწმებს იმას, თუ რამდენად შეგიძლიათ ამ ყველაფრის ატანა, დატევა. ეს ეხება პარტნიორულ ურთიერთობებსაც და ყველაფერს. 

მერწყული - ძალა გაქვთ ისეთი, როგორიც არასდროს გქონიათ. შეინარჩუნა, დააგროვა, ინფორმაციული ბაზა აქვს, გადაახარისხა და ახლა იწყება სწორი, წერტილოვანი დარტყმები, რის გამოც ყველაფერს შეძლებთ. 

თევზები - არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ გაქვთ, ნებივრობის პერიოდი გაქვთ, რაც შინაგან ჰარმონიაში გამოიხატება. ქაოსი არ გეხებათ, ყველაფერი მშვიდად, წყნარად, მოწესრიგებულად მიდის. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შევინარჩუნოთ ტვინის ჯანმრთელობა - 4 მარტივი ჩვევა დემენციის რისკის შესამცირებლად

⭕არსებობს თუ არა წამალი, რომელიც დიაბეტს ნამდვილად კურნავს? - არუნ ხათრის განმარტება

⭕„38 წელი, ჩვენ ორის „ერთად“ ქცეული დიდი ისტორია, მე 18-ის, შენ 20-ის, ახლა წარმოუდგენელიც კი მგონია“ - ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი

✕