Digest Logo

„ოდესმე თუ გიფიქრიათ - რა გსურთ სინამდვილეში, ფული თუ ის, რასაც ფულით ყიდულობთ?...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

1759928969
ფული და ასტროლოგია

ბლოგერი, ეზოტერიკოსი, რომელიც სოციალურ ქსელში „Svart გრიმუარის“ სახელითაა ცნობილი, ფულის ენერგიასთან მუშაობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომას განიხილავს. 

იგი ადამიანებს ურჩევს, დაუმიზნონ არა ფულს, არამედ პირველ რიგში ცხოვრების სტილს, გარემოს და მიზნებს, რომელიც ჭეშმარიტად სურთ:

„ფულის ენერგიასთან მუშაობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა გახლავთ - ფულის ენერგიისა და ფულის ერთეულის გაიგივება (ბარაქა ≠ ფულის რაოდენობა).
 
პირველ რიგში, თუ ინტერესდებით ფინანსური შესაძლებლობების გაზრდით ან აპრაქტიკებთ ფულის/ფინანსურ მაგიას, თქვენთვის მაქვს კითხვა: ოდესმე თუ გიფიქრიათ - რა გსურთ სინამდვილეში, ფული თუ ის, რასაც ფულით ყიდულობთ?
 
იმდენად მნიშვნელოვანი არა თავად ფულის ერთეულებია, არამედ მისი ხარისხი, ანუ რამდენად შესყიდვისუნარიანი, გამოყენებითი და მდგრადია იგი.
 
რა გირჩევნიათ 10 დოლარი თუ 1000 ინდონეზიური რუპია?
 
ის, ვისაც არაფერი ესმის ვალუტებს შორის სხვაობის შესახებ იტყვის, რომ 1000 მეტია. კი, ნომინალი ჭეშმარიტად უფრო მაღალია, მაგრამ რამდენად ხარისხიანია ეს რუპიები? ( სინამდვილეში ეს ათასი რუპია მიახლოებით 0.06 აშშ. დოლარს უდრის).
 
ანალოგიურ თავსატეხს ვაწყდებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის ენერგეტიკაზე, უფრო კონკრეტულად კი იმ ენერგიებზე, რომლებიც პასუხს აგებენ ე.წ. ბარაქაზე, ფინანსურ და ზოგადად მატერიალურ კეთილდღეობაზე. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსად სხვადასხვა ვალუტებისა ყველა ადამიანს თავისი „კურსი“ აქვს.
 
ერთი ადამიანი, რომელიც 1000-ლარიანი ხელფასით ცხოვრობს, ფლობს სახლს, აქვს ავტომობილი და მოგაზაურობასაც ახერხებს.

მეორეს თვეში 10,000 აქვს, მაგრამ არც საკუთარი ბინა აქვს, მანქანაც არ ჰყავს და შეიძლება ითქვას, რომ არც უმოგზაურია თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
 
დარწმუნებული ვარ, ყველას გეყოლებათ ასეთი ნაცნობი ან ვინ იცის, შესაძლოა, ამ ორს შორის რომელიმე თავად ხართ.
 
აქედან ვასკვნით რას? - თქვენ გჭირდებათ არა ფულის ერთეული, არამედ ის, რისი ყიდვაც არის შესაძლებელი მისი მეშვეობით, ცხოვრების სტილი.

შესაბამისად, თუ მიზანი დიდია - ის მეტ რესურსს მოითხოვს და სწორედ ამიტომ ჩნდება მეტის მოზიდვის საჭიროებაც და საშუალებაც, მაგრამ თუ ვთქვათ და მიზანს მიაღწიეთ უფრო „იაფად”?

რატომაც არა?!
 
მეორე პრობლემა მეტად ტექნიკური ხასიათისაა - მხოლოდ ან ექსკლუზიურად ფულის ერთეულის მანიფესტაცია, განსაკუთრებით შედარებით მაღალი რიცხვების, ბევრად რთულია, ვიდრე რაიმე ნივთის, ქონების ან მოვლენის.
 
მიზეზი მარტივია - ფული ადამიანის არაცნობიერთან, ქვეცნობიერთან და კოლექტიურ არაცნობიერთან შედარებით ბევრად ახალი ფენომენია. ადამიანის ინსტინქტები, მოთხოვნილებები, საჭიროებები და სურვილები სულ მცირე 300,000 წელს ითვლის. მეორეს მხრივ, ფული მაქსიმუმ 9000-10,000 წელს.

აქედან გამომდინარე, ჩვენს ფსიქიკას და იმ უძველეს ენერგიებს, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბუნების ძალებს, ღმერთებს ან თუნდაც ანგელოზებს ესმით ხატების, ემოციების, სიმბოლოთა და არქეტიპების ენა. მათთვის ბევრად მეტს ნიშნავს და მეტად გასაგები და ნაცნობიცაა „ცხენი”,  „სახლი” და „სამკაული”, ვიდრე  „50”, „10,000” და ა.შ…
 
მოკლედ რომ ვთქვა - ეცადეთ დაუმიზნოთ არა ფულს, არამედ პირველ რიგში ცხოვრების სტილს, გარემოს და მიზნებს, რომელიც ჭეშმარიტად გსურთ. ეს ყველაფერი კი, როგორც წესი, გარკვეული ფულის ქონას ისედაც მოითხოვს და მოიაზრებს“, - წერს Svart გრიმუარი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან ლამაზი ქალბატონი“ - ეკატერინე ტუღუში ჰალკიდიკიზე გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

„ქართული სულის და ქართული მარადიულობის ბეღელი! მიყვარხარ, ჩემო კახეთო“ - როგორია ხათუნა ხოფერიას შემოდგომა

„ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა“ - რამაზ დავლაძის ემოციური პოსტი