
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში კახეთში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ეს კუთხე მასავით არავის უყვარს.
ხათუნა ხოფერია კახეთს საქართველოს გულის გულს უწოდებს:
„შემოდგომა, კახეთი, ხვავი და ბარაქა, ქართული სულის და ქართული მარადიულობის ბეღელი!
ერთი წვეთი კახური სისხლი არ მირევია, მაგრამ ჩემსავით კახეთი არავის უყვარს. ააა, იქნებ სწორედ მე ვარ ნაღდი კახელი?!
ჰააა?!…
ჰოდა, საქართველოს გაუმარჯოს!
კახეთს გაუმარჯოს - საქართველოს გულის გულს!
მიყვარხარ, ჩემო კახეთო“, - წერს ხათუნა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ: