Digest Logo

„ოჯახი, სახლი, სამშობლო, ფესვები, მზრუნველობა, თანაგრძნობა...“ - რას მოგვიტანს მზის კირჩხიბში გადასვლა

1782053191
ზაფხულის მზებუდობა

☀️♋️მზე კირჩხიბში - ზაფხულის მზებუდობა:

21 ივნისს, 12:30 საათზე, მზე ნიშანს იცვლის და კირჩხიბის ზოდიაქოში გადადის. ეს არის ზაფხულის მზებუდობა — მომენტი, როდესაც მზე ცაზე ყველაზე მაღალ წერტილს აღწევს, დღე ყველაზე გრძელია, ხოლო ღამე — ყველაზე მოკლე.

კირჩხიბის მთავარი თემა დაცვა და ემოციური უსაფრთხოებაა. ეს ნიშანი ზრუნავს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ყველა იმ ადამიანზე, ვისაც თავისიანად მიიჩნევს.

ოჯახი, სახლი, სამშობლო, ფესვები, მშობლები, დედობა, მზრუნველობა, თანაგრძნობა და ემპათია - ეს კირჩხიბის თემებია. შესაბამისად, აქტიურ და სოციალური ტყუპების სეზონის შემდეგ ყურადღება შინაგანი სამყაროსკენ, ემოციური უსაფრთხოებისკენ და იმ ადამიანებისკენ გადაინაცვლებს, რომლებიც სახლად და ოჯახად მიგვაჩნია.

კირჩხიბი ემოციური წყლის ნიშანია, მასში განსაკუთრებულად განვითარებულია ემოციური მეხსიერება. ხშირად კირჩხიბს შეიძლება სიტყვები დაავიწყდეს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება, რა იგრძნო იმ მომენტში და როგორ აგრძნობინეს თავი. მას ასევე საოცარი ინტუიცია ახასიათებს, რაც ეხმარება საფრთხის დროულად შეგრძნებაში. ეს ენერგია რბილი, მიმღები და დამთმობია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საოცრად თავდაცვითიც ხდება.

როდესაც საქმე ოჯახს, საყვარელ ადამიანებს ან საკუთარ უსაფრთხოებას ეხება, კირჩხიბი მტკიცედ და შეუპოვრად მოქმედებს — სწორედ აქ ვლინდება მისი კარდინალური ბუნება. საოცრად ემპათიური და თანაგრძნობის უნარით აღსავსეა ეს ნიშანი. მას შეუძლია მთელი არმია გამოკვებოს ზრუნვით, თანაგრძნობითა და ემოციური მხარდაჭერით.

კირჩხიბი ასევე დაკავშირებულია სამშობლოსთან, ოჯახურ ტრადიციებთან და წარსულთან. ეს ნიშანი ბუნებით პატრიოტია — მას უყვარს თავისი ისტორია, ფესვები, კულტურა და ის ყველაფერი, რაც კუთვნილებისა და დაცულობის განცდას აძლევს. შესაბამისად, კირჩხიბის სეზონი კარგი დროა ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად, მშობლიური ადგილების მოსანახულებლად, ფესვებთან დასაბრუნებლად და იმ ადამიანებთან კავშირის გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილ საყრდენს წარმოადგენენ.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მერკური, რომელიც ამ დროს კირჩხიბში მოძრაობს, უკვე ანელებს სვლას და 28 ივნისს სტაციონარული ხდება, რის შემდეგაც რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. ამიტომ მნიშვნელოვანი საბუთების, შეთანხმებების, მოლაპარაკებებისა და ორგანიზაციული საკითხების დასრულება სასურველია ამ პერიოდამდე მოვასწროთ.

რაც შეეხება მოგზაურობას, კარგი იქნება, თუ ყველა დეტალს წინასწარ და ყურადღებით დავგეგმავთ. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდება ოჯახის, სახლის, ემოციური უსაფრთხოების, წარსულის, ფესვებისა და იმ კავშირების თემა, რომლებიც შინაგან სიმყარეს გვაძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ შევაჯამოთ გასული ექვსი თვე, მადლიერებით გავიხსენოთ მიღწეული შედეგები“ - ასტროლოგი მზებუდობაზე

„ეს კარგად გაიაზრეთ ცხოვრების უკეთესი ხარისხისთვის...“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

„როგორ შეიძლება ქრისტეს მეომარი იყო და არ იცნობდე მთავარ მტერს?! ესე იგი სულიერი ცხოვრება არ გაქვს“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება