Digest Logo

„როგორ შეიძლება ქრისტეს მეომარი იყო და არ იცნობდე მთავარ მტერს?! ესე იგი სულიერი ცხოვრება არ გაქვს“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1782046652
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ვინც ღმერთმა უნდა იხსნას, მე ვარ და არა სხვა,
მაინც და მაინც მე ვარ.
უნდა ვხედავდე ჩემს ჯოჯოხეთს – შემაძრწუნებელს,
უნდა ვიცნობდე ეშმაკს;
როგორ შეიძლება ქრისტეს მეომარი იყო და არ იცნობდე მთავარ მტერს?!
ეშმაკს არ იცნობ – ე.ი სულიერი ცხოვრება არ გაქვს,
იმიტომ, რომ, მას, შენგანაც ვერ არჩევ,
საკუთარი თავისგანაც ვერ არჩევ...
იმიტომ, რომ ღირსადაც არ გთვლის ეშმაკი, რომ შეგებრძოლოს,
იმიტომ, რომ ისედაც მისი ხარ...
არ გიპირისპირდება, იმიტომ, რომ შენ არ უპირისპირდები მას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილია, რამდენ გრადუსს გადააჭარბებს ტემპერატურა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

რატომ გვეშინია გველის? - „საინტერესოა, რომ ჩვილებიც კი უფრო სწრაფად ამჩნევენ გველის სილუეტს, ვიდრე ბევრ სხვა ობიექტს“

„შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდეთ, რომ ეს საკითხები მომავალში მნიშვნელოვანი გახდება, მაგრამ...“ - რას წერს ხათუნა ნოელი